საქართველოს თასი: ვიტ ჯორჯია II მერვედფინალშია

13 ივნისი 2018
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 1/16 ფინალურ ეტაპზე ვიტ ჯორჯია II, რომელიც ერთადერთი ფარმ-კლუბი იყო ხსენებულ ეტაპზე, ეროვნული ლიგის ერთპიროვნულ ლიდერს - საბურთალოს დაუპირისპირდა. მატჩი მცხეთა პარკზე გაიმართა. შეხვედრის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა. ასევე გატანილი გოლების გარეშე დასრულდა დამატებითი ორი თხუთმეტწუთიანი ტაიმი და მერვედფინალისტის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა აუცილებელი.
 
ვიტ ჯორჯიელები პირველივე სერიის შემდეგ დაწინაურდნენ. ვეტერინართაგან პენალტი ოთარ მუხულიშვილმა გაიტანა, საბურთალოელ ვლადიმერ მამუჩიშვილს კი ლევან ისერგიშვილმა გამოუცნო დარტყმის მიმართულება - 1:0. მეორე სერიაში პენალტი ორივე გუნდმა გამოიყენა, ჩვენი გუნდიდან გიორგი ამაშუკელმა, სტუმართა რიგებიდან კი გიორგი დიასამიძემ მოახინეს რეალიზაცია - 2:1. მესამე სერიის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა სხვაობა გაზარდეს, ჯაბა ლეშკაშელის დარტყმა ზუსტი გამოდგა, ლევან ისერგიშვილმა კი კიდევ ერთი პენალტი მოიგერია, ამჯერად მან დიმიტრი ტატანაშვილს აუღო - 3:1. მეოთხე სერიის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა გამარჯვება მოიპოვეს - ვასილ ქისიევმა უზადოდ შეასრულა პენალტი, საბურთალოელთაგან ბექა გვარაძემ გაიტანა - 4:2 და ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
 
ვიტ ჯორჯია II 0:0 (დ.დ. 0:0 / პენ. 4:2) საბურთალო
პენალტების სერიაში გაიტანეს: მუხულიშვილი, ამაშუკელი, ლეშკაშელი, ქისიევი - დიასამიძე, გვარაძე
გამოუყენებელი პენალტი: მამუჩიშვილი - ისერგიშვილი / მოიგერია, ტატანაშვილი - ისერგიშვილი / მოიგერია
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, მუხულიშვილი, ამაშუკელი, ნაჭყებია, მუსელიანი, მუზაშვილი (შეროზია 109'), თაგვაშვილი, მეტრეველი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ჩადუნელი (ლეშკაშელი 120')
 
საბურთალო: ქურდაძე, ჯინჯოლავა (ლაკვეხელიანი 101'), ნადარაია, გრიგალაშვილი, მამუჩიშვილი, ჩაბრაძე, ბიძინაშვილი (გვარაძე 68'), ტატანაშვილი, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი (დიასამიძე 80'), გულიაშვილი (კოხრეიძე 88')
 
გაფრთხილება: ისერგიშვილი - ჯინჯოლავა
 
უკან დაბრუნება