ელიტ ლიგა U16: ვიტ ჯორჯია 5:0 იბერია ლილო

21 ივნისი 2018
ვიტ ჯორჯიას U16 გუნდმა ელიტ ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა ლილოს იბერიას უმასპინძლეს და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს.
 
მოწინააღმდეგის კარში ორი გოლი ზაქრო მირზაშვილმა გაიტანა, თითო გოლით თავი გეგა ბექაურმა, დიმიტრი ლეკიშვილმა და ნიკა მაისურაძემ გამოიჩინეს.
 
ვიტ ჯორჯია: გიორგაძე, კარანაძე, ცხვარიაშვილი, ბეროზაშვილი, მახათაძე, ვეშაპიძე, მირზაშვილი, კიკნაძე, გუზიტაშვილი, ბექაური, მალაციძე

შეცვლაზე შემოვიდნენ: ბოლქვაძე, არჩუაძე, მაისურაძე, ტეფნაძე, ცხვარაშვილი, შენგელია, ლეკიშვილი
უკან დაბრუნება