U17 ლიგა: ვიტ ჯორჯია 3:0 სამგურალი

21 ივნისი 2018
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს. მოწინააღმდეგე გუნდის კარში თითო გოლი იოსებ ტურაშვილმა, გიორგი კეკელიამ და ბექა მაისურაძემ გაიტანეს.

U17 ვერცხლის ლიგა
ვიტ ჯორჯია 3:0 სამგურალი
გოლები:
1:0 ტურაშვილი (16') 2:0 კეკელია (23') 3:0 მაისურაძე (74')

ვიტ ჯორჯია: სიმონიშვილი, ზავრაშვილი, ტურაშვილი, მაისურაძე, ბრეგვაძე, კეკელია (მორჩილაძე 41'), ძაგანია (ბერიანიძე 72'), ორდინიძე, კვაშილავა (ზიბზიბაძე 62'), მანჯგალაძე, კუპრეიშვილი (ცხვარაძე 59')

სამგურალი: სვანიძე, კინწურაშვილი, ხურციძე, გიორგაძე, ჭიჭინაძე, ვარდანიძე (სულაქველიძე 41'), ბენიძე, მეტრეველი (ქუთათელაძე 52'), მაქარაშვილი, ხინგავა (ავალიანი 24'), ბაბუნაშვილი (თავაძე 41')
უკან დაბრუნება