ვიტ ჯორჯია Vs. შევარდენი [პრევიუ]

22 ივნისი 2018
ეროვნული ლიგა ორის XVI ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ შევარდენს უმასპინძლებს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.
 
განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - ჩატარებული თხუთმეტი ტურის შემდეგ 27 ქულით სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. ჩვენი გუნდი უახლოეს მდევრებს, ბათუმის დინამოსა და ნორჩ დინამოს 2 ქულით ასწრებს.

შევარდენი - თხუთმეტი ტურის შემდეგ მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. მათ 21 ქულას მოუყარეს თავი. 5 მოგება, 6 ფრე და 4 მარცხი. ასეთი შედეგი აჩვენეს განვლილ შეხვედრებში.
 
ურთიერთშეხვედრები

ვიტ ჯორჯიასა და შევარდენს შორის ერთადერთი ოფიციალური შეხვედრა მიმდინარე სეზონში გაიმართა. ეროვნული ლიგა ორის მეშვიდე ტურში ვეტერინარებმა გასვლით მატჩში მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს. 21 აპრილს საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართულ შეხვედრაში ჩვენი გუნდის რიგებიდან გოლები პაატა ღუდუშაურმა, ირაკლი კამლაძემ და შოთა დავლაშელიძემ გაიტანეს.
 
ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - განვლილ 15 მატჩი ვიტ ჯორჯიამ 15 გოლი გაიტანა. აქედან ყველაზე მეტი, 5 გოლი - პაატა ღუდუშაურის აქტივშია. 2-2 გოლი კი შოთა დავლაშელიძემ და გიორგი გეთიაშვილმა გაიტანეს.

შევარდენი - მიმდინარე სეზონში ჩვენი მომავალი მეტოქის ანგარიშზე 17 გატანილი გოლია. აქედან 5 ბურთი დავით ოდიკაძემ გაიტანა, 2-2 გოლი აქვთ გატანილი შოთა ჯიქიას, ზვიად ქანთარიას, ფარიდ ნაბიევს და ომარ პატარკაციშვილს.

დისკვალიფიკაცია
დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ შეხვედრას ჩვენი გუნდიდან ალეკო ჩაკვეტაძე გამოტოვებს, შევარდენი ამავე მიზეზით ზვიად ქანთარიას მოისაკლისებს.

მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და შევარდენს შორის გასამართ შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ლ. თოდრია და ა. ჟივიძე გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს კი თ. ხუბულური შეასრულებს.
უკან დაბრუნება