U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია 6:0 თელავი

25 ივნისი 2018
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე თელავს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:0 დაამარცხეს. ვეტერინართა რიგებიდან ჰეთთრიქით ჯაბა ლეშკაშელი გამოირჩა, ორი ბურთი დავით ტყეშელაშვილმა გაიტანა, ერთი გოლი კი გოჩა გაბიტაშვილის აქტივშია.

U19 ვერცხლის ლიგა
ვიტ ჯორჯია 6:0 თელავი
გოლები:
1:0 გაბიტაშვილი (7') 2:0 ლეშკაშელი (28') 3:0 ტყეშელაშვილი (36') 4:0 ლეშკაშელი (პენ. 57') 5:0 ტყეშელაშვილი (77') 6:0 ლეშკაშელი (80')

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ბერიძე, მაისურაძე (მანჯგალაძე 55'), გაბიტაშვილი, აბდუშელიშვილი, მჭედლიძე (ზავრაშვილი 46'), კოტოიანი (ტურაშვილი 60'), ყურაშვილი, ქსოვრელი, ტყეშელაშვილი, ლეშკაშელი

თელავი: გახუტაშვილი, ზათიაშვილი (ჯავახიშვილი 60'), ლუხუტაშვილი, გურაშვილი, ჩუბინაშვილი, კალატოზიშვილი, ყარაულაშვილი, გოგოლაძე, ბერუაშვილი, გარხუდანაშვილი (ჯაშიაშვილი 66'), ბოტკოველი

გაფრთხილება: გაბიტაშვილი - გახუტაშვილი

 
უკან დაბრუნება