რეგიონული ლიგა: ვოიაჟი 0:9 ვიტ ჯორჯია II

26 ივნისი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები სტუმრად საფეხბურთო კლუბ ვოიაჟს დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით - 9:0 დაამარცხეს.
 
ანგარიში მეოთხე წუთზე გაიხსნა. გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 1:0. თამაშის მეშვიდე წუთზე ზურაბ მუსელიანმა, რომელიც გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გავიდა, მორიგი გოლი გაიტანა - 2:0. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის მოწოდების უფლება მოიპოვეს, საჯარიმოში სტანდარტიდან ჩაწოდებული ბურთი ზურაბ მუსელიანმა მასპინძელთა კარის ბადეში გაახვია - 3:0. დაპირისპირების 31-ე წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა შორი მანძილიდან ზუსტად დაარტყა ვოიაჟის კარისკენ და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 4:0. ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ 34-ე წუთზე გიორგი გვასალიამ გაიტანა - 5:0. ვეტერინარებმა მატჩის 38-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მეტოქის კარი კვლავ ზურაბ მუსელიანმა დალაშქრა - 6:0. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე თორნიკე მუზაშვილმა თავური დარტყმით კიდევ ერთხელ დაამწუხრა მეტოქე გუნდი - 7:0.
მეორე ტაიმის დებუტში, 51-ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, გიორგი ვაზაგაშვილის გადაცემის შემდეგ მოწინააღმდეგე გუნდის კარი ოთარ მუხულიშვილმა აიღო - 8:0. საფინალო ანგარიში თამაშის 75-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი გვასალიას გადაცემის შემდეგ გოლი გიორგი თაგვაშვილმა გაიტანა - 9:0.
 
ვოიაჟი 0:9 ვიტ ჯორჯია II
გოლები:
0:1 მუსელიანი (4’) 0:2 მუსელიანი (7’) 0:3 მუსელიანი (15’) 0:4 ვაზაგაშვილი (31’) 0:5 გვასალია (34’) 0:6 მუსელიანი  (38’) 0:7 მუზაშვილი (45’) 0:8 მუხულიშვილი (51’) 0:9 თაგვაშვილი (75’)

ვოიაჟი: შარუხია, ტყავაძე, ჯარიბოვი, ლაცაბიძე, ლომიძე, აქირთავა, ქელბაქიანი, პაპიძე (ქარბასიზადეჰ 46’), ტანუ (შეროზია 46’), კვარაცხელია, ელიაშვილი

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, მუხულიშვილი (შეროზია 65’), სეხნიაშვილი, ქისიევი, ამაშუკელი (გაბიტაშვილი 42’), ნაჭყებია, თაგვაშვილი, მუზაშვილი, მუსელიანი (ჩადუნელი 39’), გვასალია

გაფრთხილება: ქარბასიზადეჰ, ელიაშვილი, ქელბაქიანი
უკან დაბრუნება