ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდი Gothia Cup-ზე იასპარეზებს

29 ივნისი 2018
უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენი კლუბის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი სისტემატურად მონაწილეობს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე - Gothia Cup-ის გათამაშებაზე.
 
წელს ტურნირზე ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდი გაემგზავრება, რომელიც საქართველოს ელიტ ლიგის 2002/2003 წელს დაბადებულთა გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს.

Gothia Cup 2018-ზე გამართული წილისყრის შედეგად ვიტ ჯორჯიელებს ჯგუფში მეტოქედ უტბინესი, სკილიებო (ორივე შვედეთი) და სეათაუნი (ირლანდია).
 
ზაზა დიდებაშვილის მიერ გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით წარსდგება:
ნიკა გიორგაძე, ოთო შენგელაია, ლევან ცხვარიაშვილი, ლუკა ჩოხელი, ლაშა კიკნაძე, სოსო კარანაძე, ლუკა დევდარიანი, დათო მახათაძე, გეგა ბექაური, ტატო მორგოშია, ლუკა ვასაძე, ლევან ლორთქიფანიძე, ზურა მიგინეიშვილი, ნიკა ციხისელი, ნიკა მალაციძე, თორნიკე შენგელია, ზაალ ვეშაპიძე.
 
პირველ შეხვედრას ვეტერინარები შვედური  სკილიებოს წინააღმდეგ გამართავენ. მეორე ტურში კი ირლანდიურ სეათაუნს დაუპირისპირდებიან. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში კი მეტოქე შვედური უტბინესი იქნება.
უკან დაბრუნება