სამგურალი 2:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

02 ივლისი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ჩვენი გუნდი მარტვილში, წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშით - 1:2 დამარცხდა.

კარის მიმართულებით პირველი დარტყმა შეხვედრის მეორე წუთზე მასპინძლებმა შეასრულეს, ბაქარ ლაღაძის თავური ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, ნიკა ქავთარაძემ გაანეიტრალა. მატჩის მეთექვსმეტე წუთზე ვეტერინარებმა მეტოქის კარის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა გაითამაშეს, თუმცა სამგურალის კართან ხიფათი არ შექმნილა. დაპირისპირების 36-ე წუთზე ნიკა ქავთარაძემ სიტუაცია სწორად შეაფასა და თენგიზ ბრეგვაძის მიერ ახლო მანძილიდან თავით დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია, სტანდარტიდან ჩვენს საჯარიმოში ჩამოწოდებული ბურთი კი ივანე კილაძეს მიუვიდა და ანგარიში გაიხსნა - 0:1. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა ანგარიშში წონასწორობა პირველივე შეტევაში აღადგინეს, ერთ წუთში პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ბექა კაკუშაძემ გაათანაბრა - 1:1.

მეორე ტაიმის დებიუტში ჩვენი კარის მიმართულებით სახიფათო საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, თენგიზ ბრეგვაძის მიერ 47-ე წუთზე დარტყმული ბურთი კარს ასცდა. დაპირისპირების 50-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა სცადა გოლის გატანა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ზაურ გოგუაძის მიერ დარტყმულმა ბურთმა მცირედი რიკოშეტის შემდეგ მიმართულება იცვალა, თუმცა ნიკა ქავთარაძემ დამაჯერებლად ითამაშა. მატჩის 65-ე წუთზე გიორგი ვასაძის მიერ დარტყმული ბურთი წყალტუბოელთა კიპერმა ხელებში დააფიქსირა. შეხვედრის 70-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის ჩაწოდებულ ბურთს თავი რევაზ ჩიტიშვილმა დაარტყა, თუმცა სამიზნეს ააცილა. თამაშის 72-ე წუთზე გაბრიელ საღრიშვილმა არაზუსტად დაარტყა ჩვენი კარის მისამართით. მატჩის 81-ე წუთზე გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ პაატა ღუდუშაურს შეეძლო ხეირიანი დარტყმის შესრულება, თუმცა მას მასპინძელთა მოთამაშეებმა ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ხსენებული მომენტიდან ერთ წუთში ჩვენი კარისკენ კვლავ გაბრიელ საღრიშვილმა დაარტყა და კვლავ ააცილა. დაპირისპირების 85-ე წუთზე გოლის გატანის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა ბექა კაკუშაძეს, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა. მატჩის 87-ე წუთზე მასპინძელთა კარის აღებას პაატა ღუდუშაური შეეცადა, თუმცა ბურთს საბოლოოდ მეკარე დაეუფლა. აღნიშნული მომენტიდან ერთ წუთში ნოდარ კიკნაველიძის გადაცემის შემდეგ კვლავ ბექა კაკუშაძეს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ დაიმორჩილა. თამაშის 89-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმულ ბურთს კვლავ მეკარე დაეუფლა. შეხვედრის ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე კი ვიტ ჯორჯიელები გაშვებული გოლისგან მეკარემ იხსნა, ნიკა ქავთარაძემ ამჯერად გაბრიელ საღრიშვილს არ დაანება გოლის გატანა. მსაჯის მიერ კომენსირებულ დროში პაატა ღუდუშაურმა ორჯერ დაარტყა კარში და ორივეჯერ კიპერმა აუღო. კომპენსირებულ დროში ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა საკუთარი გუნდი, ნიკა ქავთარაძემ კარგად ითამაშა გამოსვლაზე, დროულად დატოვა კარი და ხიფათიც განიმუხტა. მიწურულს კი მასპინძლებმა გაიტანეს, გოლი საკუთარ აქტივში მამუკა ღონღაძემ ჩაიწერა - 1:2.

სამგურალი 2:1 ვიტ ჯორჯია
გოლები:
1:0 კილაძე (37') 1:1 კაკუშაძე (38') 2:1 ღონღაძე (90+4')

სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, გოგიჩაიშვილი, ჩხეტიანი (ღონღაძე 71'), ბრეგვაძე (ბანძელაძე 65'), გოგუაძე, კილაძე, ხარაბაძე (საღრიშვილი 46'), ლაღაძე, ენდელაძე

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, კამლაძე (ჩაკვეტაძე 66'), გეთიაშვილი, მოსიაშვილი (ზარიძე 76'), ღუდუშაური, კიკნაველიძე, ვასაძე, ექვთიმიშვილი (ვეკუა 46'), ჩიტიშვილი, კაკუშაძე, საჯაია

გაფრთხილება: ვეკუა

უკან დაბრუნება