რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 0:0 სპაერი

02 ივლისი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე სპაერს უმასპინძლეს. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

ვიტ ჯორჯიელებს გოლის გატანის კარგი შანსი მეხუთე წუთზე მიეცათ, სტანდარტიდან გიორგი ვაზაგაშვილის მიერ ჩაწოდებულ ბურთს კარში ზურაბ სეხნიაშვილი გზავნიდა, თუმცა სტუმართა კიპერმა ბურთის დამორჩილება მოახერხა. დაპირისპირების მეცხრამეტე წუთზე ჩვენი კარისკენ ალექსანდრე ივანიშვილმა დაარტყა და ააცილა. მატჩის 38-ე წუთზე ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარისკენ მიხეილ ჟღენტი გზავნიდა, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა.

თამაშის 57-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ საშუალო დისტანციიდან დაარტყა და ააცილა. შეხვედრის 60-ე წუთზე ზვიად ნაჭყებიამ სპაერის საჯარიმოში ჩააწოდა, თავით კარისკენ ზურაბ მუსელიანმა დაარტყა, კიპერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. მატჩის 85-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კიპერს საქმეში აქტიურად ჩართვა მოუხდა, მან გიორგი ბაგალიშვილის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. დარჩენილ დროში განსაკუთრებილი ხიფათი არცერთი გუნდის კართან აღარ შექმნილა.

ვიტ ჯორჯია II 0:0 სპაერი

ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნაჭყებია, მეტრეველი (შეროზია 86'), მუზაშვილი, ვაზაგაშვილი, ზარიძე, მუსელიანი, გვასალია (თაგვაშვილი 90+4')

სპაერი: ფუტკარაძე, ივანიშვილი, კირვალიძე (ბაგალიშვილი 63'), ჟღენტი, ვაჩანძე, ამაღლობელი, ქართველიშვილი (გამცემლიძე 46'), კიკალიშვილი, ტეტუნაშვილი, ბერიშვილი, ყურულაშვილი (გოგობერიშვილი 65')

გაფრთხილება: ნაჭყებია, მეტრეველი - ბერიშვილი, ჟღენტი, გოგობერიშვილი
უკან დაბრუნება