ვიტ ჯორჯია Vs. ნორჩი დინამო [პრევიუ]

05 ივლისი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია შინ გამართავს. ვეტერინარები მცხეთა პარკზე ნორჩ დინამოს უმასპინძლებენ..
 
განვლილი მატჩები
ვიტ ჯორჯია - ჩვიდმეტი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და პირველ ადგილზე მყოფ დინამო ბათუმს ერთი ქულით ჩამორჩება. უახლოეს მდევარს კი სამი ქულით უსწრებს.

ნორჩი დინამო - მესამე საფეხურზე იმყოფება. 17 ჩატარებულ მატჩში მათ 8 თამაში მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს, შედეგად 27 ქულას მოუყარეს თავი.
 
ურთიერთშეხვედრები
ვიტ ჯორჯია და ნორჩი დინამო ერთანეთს სამჯერ დაუპირისპირდნენ. ურთიერთშეხვედრების ისტორიას თუ გადავხედავთ დადებითი ბალანსი მეტოქეს აქვს. ვეტერინარები ნორჩ დინამოსთან ორჯერ დამარცდნენ, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
 
ბომბარდირები
ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან ყველაზე მეტი გატანილი გოლი პაატა ღუდუშაურს აქვს, მის აქტივში 6 შედეგიანი დარტყმაა.
ნორჩი დინამოდან გუნდისა და ეროვნული ლიგა ორის ბომბარდირი იაგო დეისაძეა, რომელსაც 11 გატანილი გოლი დაუგროვდა.
 
დისკვალიფიკაცია
ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან გიორგი ვეკუა დააკლდება.
 
მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და ნორჩი დინამოს შორის გასამართ შეხვედრას ჯენერი ხორავა განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ბ. ჟვანია და პ. ბელთაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი დ. ფიფია შეასრულებს.

 
უკან დაბრუნება