ვიტ ჯორჯია 0:0 ნორჩი დინამო [ფოტო+ვიდეო]

07 ივლისი 2018
ეროვნული ლიგა ორის მეთვრამეტე ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ნორჩ დინამოს უმასპინძლეს. მატჩი გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

თამაშის მეთექვსმეტე წუთზე სტუმართა მცველმა, რაფაელ ჩუკურამ, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესები პაატა ღუდუშაურის წინააღმდეგ დაარღვია. სტანდარტიდან მეკარის ბაქანთან ბურთი ალეკო ჩაკვეტაძემ ჩააწოდა, თავით ნორჩი დინამოს კარისკენ შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და მცირედით ააცილა. მატჩის მეთვრამეტე წუთზე ჩვენი კარისკენ გოგი ფიფიამ დაარტყა საშუალო დისტანციიდან და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ჩვენი კარისკენ გიორგი კაშიამ დაარტყა, ჯონი შეროზია ბურთს ადგილზე დაუხვდა და ხელებში დააფიქსირა. თამაშის 30-ე წუთზე ჯარიმიდან ნორჩი დინამოს კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 33-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ ჩააწოდა სტუმართა საჯარიმოში, საბოლოოდ ბურთი გიორგი ვასაძეს მიუვიდა და საკმაო მანძილით ააცილა სამიზნეს. შეხვედრის 39-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ცრუმოძრაობით მეურვე ჩამოიტოვა, კარში დაარტყა კიდეც, თუმცა კიპერი ბურთს ადგილზე დაუხვდა. თამაშის 42-ე წუთზე შორი დისტანციიდან მეტოქის კარის მისამართით გიორგი ვასაძემ დაარტყა, ბურთს ნორჩი დინამოს კიპერი ადგილზე დაუხვდა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარისკენ კვლავ გიორგი კაშიამ დაარტყა და ბურთს ვეტერინრთა კიპერი ადგილზე დახვდა, ჯონი შეროზიამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.

მეორე ნახევრის დებიუტში, 48-ე წუთზე, ნორჩი დინამო გაშვებული გოლისგან მეკარემ იხსნა, მან დათო საჯაიას მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. თამაშის 57-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი პაატა ღუდუშაურს მიეცა, თუმცა მან ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ მოახერხა ბურთის შეგდება. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში მოწინააღმდეგის კარს კვლავ პაატა ღუდუშაური დაემუქრა, თუმცა მისი დარტყმული კარს ასცდა. შეხვედრის 66-ე წუთზე გათამაშებული ჯარიმიდან კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა, ბურთი რიკოშეტის შედეგად კუთხურზე გადავიდა. დაპირისპირების 83-ე წუთზე ჩვენი კარისკენ თავით ვანო შენგელიძემ დაარტყა და ააცილა. მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე, პაატა ღუდუშაურს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა მან დამასრულებელ ფაზაში ბურთის კარის მიმართულებით გადაგზავნა ვეღარ მოახერხა. თამაშის უკანასკნელ წუთზე ჩვენი კარისკენ ვანო შენგელიძემ დაარტყა და ააცილა.

ვიტ ჯორჯია 0:0 ნორჩი დინამო

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური, ზარიძე (გვასალია 76'), კიკნაველიძე, ვასაძე, ჩიტიშვილი (კაკუშაძე 68'), საჯაია (კამლაძე 82'), დავლაშელიძე

ნორჩი დინამო: შეყრილაძე, თოდუა, დეისაძე, ბეროშვილი (ჟვანია 60'), გოგობერიშვილი, ფოფხაძე, ჩუკურა, კაშია (შენგელიძე 76'), ფიფია (ჩიმაკაძე 68'), ტყეშელაშვილი, კაკაშვილი

გაფრთხილება: კიკნაველიძე, დავლაშელიძე, საჯაია - კაკაშვილი, ჩუკურა, კაშია

 
უკან დაბრუნება