რეგიონული ლიგა: თბილისი სითი 0:0 ვიტ ჯორჯია II

08 ივლისი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში თბილისი სითის დაუპირისპირდნენ, თამაში გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.

მეშვიდე წუთზე, გოლის გატანის კარგი შანსი ზურაბ მუსელიანს ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. მეთორმეტე წუთზე შორი დისტანციიდან გიორგი ვაზაგაშვილმა ააცილა თბილისი სითის კარს. პირველი ტაიმის მიწურულს ჩვენი კარისკენ მამადუ კადერ სეკომ დაარტყა, დამატებაზე კი გოლის გატანას ლევან ჯიქიძე შეეცადა, თუმცა ახლო მანძილიდან ააცილა.

შეხვედრის 55-ე და 56-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა კარი ნიკა ქავთარაძემ გადაარჩინა. პირველ შემთხვევაში მან გიორგი თიგიშვილის მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია, მეორე შემთხვევაში კი ნიკა ბიბილაშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხელებში დააფიქსირა. თამაშის 62-ე წუთზე ჯარიმიდან მეკარის ბაქანთან გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, სადაც თავით ირაკლი ზარიძემ ითამაშა, ბურთი კარისკენ გაგზავნა კიდეც, თუმცა მას სიზუსტემ უმტყუნა.

თბილისი სითი 0:0 ვიტ ჯორჯია II

თბილისი სითი: ძიძიგური, ჯიქიძე (ჭადაშვილი 46'), კადერ სეკო, თიგიშვილი, ბექა შუბითიძე, ბიბილაშვილი, ფასანძე (მურუსიძე 76'), ქარდავა, მახაჭაშვილი (ომანაძე 58'), ქიმერიძე, გიორგი შუბითიძე

ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნაჭყებია, შეროზია, მუზაშვილი (ჩადუნელი 90'), ვაზაგაშვილი, ვეკუა, ზარიძე (მეტრეველი 90'), მუსელიანი

გაფრთხილება: ძიძიგური - ამაშუკელი, ვეკუა
 
უკან დაბრუნება