დაბრუნება - ვიტ ჯორჯიასთვის ვახტანგ კვარაცხელია გაიტანს

16 ივლისი 2018

საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 30 წლის თავდამსხმელი, ვახტანგ კვარაცხელია დაუბრუნდა.

გამოცდილ ფორვარდს, რომელიც ვიტ ჯორჯიაში 2010 წლამდე თამაშობდა, ჩვენი გუნდის მაისურით 50 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარი 25-ჯერ აქვს აღებული.

სხვადასხვა დროს მის კარიერაში იყო ქუთაისის ტორპედო, მაკაბი (ისრაელი), გორის დილა, ზუგდიდი, ლანჩხუთის გურია... ბოლოს კი იგი ბათუმის დინამოში გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ კვარაცხელიამ ტიტულების უმრავლესობა სწორედ ჩვენი გუნდის მაისირით მოიგო. ვიტ ჯორჯიასთან ერთად 2008/2009 წელს საქართველოს ჩემპიონი, 2009/2010 წელს კი საქართველოს თასისა და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
უკან დაბრუნება