ვიტ ჯორჯიელებმა Gothia Cup გამარჯვებით დაიწყეს

16 ივლისი 2018
დღეს, Gothia Cup 2018-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდები შვედურ სკილიებოს დაუპირისპირდნენ და მეტოქე მშრალი ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს. მასპინძელთა კარში გატანილი გოლები პირად აქტივში სოსო კარანაძემ და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ მიითვალეს.

სასტარტო შემადგენლობა: გიორგაძე, შენგელაია, ცხვარიაშვილი, ჩოხელი, კიკნაძე, ვეშაპიძე, ბექაური, მახათაძე, კარანაძე, ლორთქიფანიძე, ვასაძე

 

შეცვლაზე შევიდნენ: მალაციძე, მორგოშია, დევდარიანი, შენგელია, ციხისელი, მიგინეიშვილი


მოზარდი ვიტ ჯორჯიელები ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას ხვალ გამართავენ, მეტოქე ირლანდიური სეათაუნი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ვეტერინარები ჯგუფიდან გასვლას ფაქტობრივად გაინაღდებენ.

უკან დაბრუნება