ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა Gothia Cup 2018-ზე გამოსვლა დაასრულა.

19 ივლისი 2018
ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა Gothia Cup 2018-ზე გამოსვლა დაასრულა.

ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი შვედური უტბინესის წინააღმდეგ გამართეს. დაპირისპირება ფრედ - 1:1 დასრულდა. მოწინააღმდეგის კარში ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან გატანილი გოლით თავი ტატო მორგოშიამ გამოიჩინა.

შედეგად ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა ჯგუფი დაუმარცხებლად დაასრულა, მოპოვებული 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

გათამაშების 1/64 ფინალში ვიტ ჯორჯიელები კიდევ ერთ შვედურ გუნდს, ელვსბორგს დაუპირისპირდნენ, ანგარიშით - 0:6 დამარცდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
უკან დაბრუნება