ვიტ ჯორჯიაში ნიკა მაისურაძე დაბრუნდა

24 ივლისი 2018


საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი დაბრუნდა. 29 წლის ნახევარმცველი, ნიკა მაისურაძე ამიერიდან ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს.
 
ნიკა მაისურაძე ვიტ ჯორჯიაში 2013/2014 და 2014/2015 წლების სეზონში ირიცხებოდა. ამ პერიოდში მან ჩვენი გუნდის მაისური 57 ოფიციალურ მატჩში მოირგო და მეტოქეთა კარის 3-ჯერ აღებაც მოახერხა.

ნიკა მაისურაძე სხვადასხვა დროს თამაშობდა ქუთაისის ტორპედოს, საჩხერის ჩიხურას, თურან თოვუზის, ლანჩხუთის გურიას, ცხინვალის ლიახვის, შევარდენისა და ცხინვალის შემადგენლობაში. სწორად ცხინვალი გახლდათ მისი უკანასკნელი კლუბი, სადაც მან ბოლო ორ სეზონში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
უკან დაბრუნება