ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა Dana Cup-ზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

24 ივლისი 2018
დღეს, ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდი დანიაში Dana Cup-ის გათამაშებაში ჩაერთო. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ნორვეგიული ტროტის წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს.

მოწინააღმდეგის კარში ორი გოლი ლუკა ვასაძემ გაიტანა. თითო შედეგიანი დარტყმით კი თავი ნიკა ციხისელმა, გეგა ბექაურმა და სოსო კარანაძემ გამოიჩინეს.

სასტარტო შემადგენლობა: გიორგაძე, შენგელაია, ცხვარიაშვილი, ჩოხელი, კიკნაძე, კარანაძე, მალაციძე, მახათაძე, ბექაური, ლორთქიფანიძე, ვასაძე
 
შეცვლაზე შევიდნენ: დევდარიანი, მორგოშია, მიგინეიშვილი, ციხისელი, ვეშაპიძე, შენგელია
უკან დაბრუნება