კიდევ ერთი გამარჯვება Dana Cup-ზე

25 ივლისი 2018
ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა Dana Cup-ზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა ნორვეგიული სარპსბორგი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს. მოწინააღმდეგის კარი ორჯერ გეგა ბექაურმა, ერთხელ კი სოსო კარანაძემ დალაშქრა.
 
სასტარტო შემადგენლობა: გიორგაძე, შენგელაია, ცხვარიაშვილი, ჩოხელი, კიკნაძე, კარანაძე, მალაციძე, მახათაძე, ბექაური, ლორთქიფანიძე, ვასაძე
 
შეცვლაზე შევიდნენ: დევდარიანი, მორგოშია, მიგინეიშვილი, ციხისელი, ვეშაპიძე, შენგელია
 
უკან დაბრუნება