Dana Cup - ვიტ ჯორჯიამ ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და 1/16 ფინალში მეტოქეს ელოდება

25 ივლისი 2018
ვიტ ჯორჯიას 16-წლამდელთა გუნდმა დანიაში მიმდინარე Dana Cup 2018-ის გათამაშების ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა დასკვნითი მატჩი ნორვეგიული ტვეიტის წინააღმდეგ გამართეს და მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით - 5:0 დაამარცხეს.

მეტოქის კარში თითო გოლი სოსო კარანაძემ, დათო მახათაძემ, ლაშა კიკნაძემ, ზაალ ვეშაპიძემ და ლუკა ჩოხელმა გაიტანეს.

სასტარტო შემადგენლობა: გიორგაძე, შენგელია, მიგინეიშვილი, ცანკაშვილი, კიკნაძე, კარანაძე, ბექაური, მახათაძე, ლორთქიფანიძე, ციხისელი, ვასაძე
 
შეცვლაზე შევიდნენ: დევდარიანი, მორგოშია, მალაციძე, შენგელაია, ვეშაპიძე, ჩოხელი
 
ამრიგად მოზარდმა ვიტ ჯორჯიელებმა ჯგუფური ეტაპი 100%-იანი მაჩვენებლით დაასრულეს. გათამაშების 1/16 ფინალში მეტოქე ნორვეგიულ კონგსბერგსა და დანიურ ჰიორინგს შორის გამარჯვებული იქნება.
 
 
 
უკან დაბრუნება