ვიტ ჯორჯიაში გიორგი კურმაშვილი ითამაშებს

27 ივლისი 2018
საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიაში 1997 წელს დაბადებული გიორგი კურმაშვილი ჩაირიცხა.

გიორგი კურმაშვილს სხვადასვხა დროს გორის დილას, ცხინვალის ლიახვისა და გორის გორის შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი გიორგი კურმაშვილმა გორის გორში გაატარა, სადაც ლიგა 3 ეგიდით გამართულ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარის აღება 6-ჯერ მოახერხა.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე გორის გორის მიერ გამართულ სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც შესძლო, სწორედ მის მიერ გატანილი გოლის წყალობით მოახერხეს გორელებმა პირველ ეტაპზე საფეხბურთო კლუბ ვარკეთილის სტუმრად 1:0 დამარცხება.
უკან დაბრუნება