საკონტროლო მატჩი: ვიტ ჯორჯია II 3:0 საქართველოს უნივერსიტეტი

28 ივლისი 2018
დღეს, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის განახლებამდე, საკონტროლო შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის წინააღმდეგ გამართა. მცხეთა პარკზე, მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა, მეტოქე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს.
 
ანგარიში თამაშის მეთვრამეტე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა გახსნა - 1:0. შეხვედრის 29-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილს კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა მის მიერ დარტყმული პენალტი მეკარემ მოიგერია.
 
მატჩის 53-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს. კუთხურიდან საქართველოს უნივერსიტეტის საჯარიმოში ბურთი გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, ზურაბ სეხნიაშვილმა კი თავური დარტყმით გაიტანა - 2:0. საფინალო ანგარიში 65-ე წუთზე დაფიქსირდა, გოლი შორეული დარტყმით თორნიკე მუზაშვილმა გაიტანა - 3:0.

ვიტ ჯორჯია II 3:0 საქართველოს უნივერსიტეტი
გოლები:
1:0 მუზაშვილი (18') 2:0 სეხნიაშვილი (53') 3:0 მუზაშვილი (65')
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: მუზაშვილი (მეკარე)

ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, სეხნიაშვილი, ამაშუკელი, ქისიევი, ნაჭყებია, მეტრეველი, ვაზაგაშვილი, ზარიძე, მუსელიანი, გვასალია, მუზაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ტაბეშაძე, მანჯგალაძე, ყურაშვილი, მჭედლიძე, მაისურაძე, შეროზია, ლეშკაშელი, რომანაძე

საქართველოს უნივერსიტეტი: ახალაია, დაუშვილი, მაისურაძე, ს. აბულაძე, გ. აბულაძე, შაყულაშვილი, ფრანგიშვილი, როსტიაშვილი, თვარაძე, წიკლაური, ჯმუხაძე
შეცვლაზე შევიდნენ: მოსულიშვილი, დავითაშვილი, ხაჩიძე, რევა, ნემსაძე

 
 
უკან დაბრუნება