ვიტ ჯორჯია Vs. ცხინვალი [პრევიუ]

01 აგვისტო 2018
ხვალ, საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის 2018 წლის გათამაშების XIX ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები მცხეთა პარკზე ცხინვალს უმასპინძლებენ.
 
პირველი ეტაპი

ვიტ ჯორჯია - თვრამეტი თამაშის შემდეგ ცხრილში მეორე საფეხურს იკავებს. ვეტერინარებმა 31 ქულას მოუყარეს თავი და პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის დინამოს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩებიან.
ცხინვალი - სატურნირო ცხრილში მეექვსე საფეხურს იკავებს. გუნდმა განვლილ 18 მატჩში 24 ქულა მოაგროვა.
 
ურთიერთშეხვედრები

2018 წლის ეროვნული ლიგა ორის პირველ ეტაპზე ვიტ ჯორჯიელთა და ცხინვალელთა ორი დაპირისპირების მომსწრენი გავხდით. ერთი შეხვედრა საყაიმო ანგარიშით - 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან გატანილი გოლით თავი პაატა ღუდუშაურმა გამოიჩინა. რაც შეეხება მეორე მატჩს -  ვეტერინარებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი გიორგი ვასაძემ გაიტანა. დღემდე ვიტ ჯორჯია და ცხინვალი ერთმანეთს 38 ოფიციალურ მატჩში დაუპირისპირდნენ. აქედან ჩვენმა გუნდმა მოწინააღმდეგის დამარცხება 18 შემთხვევაში მოახერხა, 9 მატჩი ფრედ, 11 კი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.
 
ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - გუნდის ერთპიროვნული ბომბარდირი პაატა ღუდუშაურია, რომლის ანგარიშზეც 6 გატანილი გოლი არის. მის ანგარიშზე ასევე 3 საგოლე გადაცემაა.
ცხინვალი - განვლილ 18 ტურში ყველაზე მეტი გოლი ზვიად მეტრეველმა გაიტანა. მის ანგარიშზე 7 შედეგიანი დარტყმაა.
 
ურთიერთშეხვედრები

2 აგვისტოს ვიტ ჯორჯიას ისტორიაში ერთადერთი შეხვედრა აქვს გამართული. ვეტერინარებმა 2009 წელს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ სამტრედიას უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.
მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი გიგა ბეჭვაიამ და გიორგი ბერიაშვილმა გაიტანეს.
 
 
დისკვალიფიკაცია

ხვალინდელ შეხვედრას ცხინვალელთა რიგებიდან დისკვალიფიკაციის გამო ნიკა წივწივაძე დააკლდება.
 
მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და ცხინვალს შორის გასამართ შეხვედრას პაპუნა მაჭარაძე განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ლ. თოდრია და ზ. ბერულავა გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი თ. ხუბულური შეასრულებს.
 
 
უკან დაბრუნება