ვიტ ჯორჯია Vs. მერანი [პრევიუ]

17 აგვისტო 2018
საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია ეროვნული ლიგა ორის მორიგ შეხვედრას 17 აგვისტოს გამართავს. ჩვენი გუნდი მარტვილის მერანს მცხეთა პარკზე უმასპინძლებს.

განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - ოცი ტურის შემდეგ ჩვენი გუნდი ცხრილში მეორე საფეხურზე იმყოფება. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებს 32 ქულა აქვთ. 

მერანი  -  მარტვილელებმა განვლილ ოც ტურში 24 ქულას მოიყარეს თავი და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან.
 

ურთიერთშეხვედრები

ვეტერინართა და მარტვილელთა ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 2008 წლიდან იღებს. ვიტ ჯორჯიამ მომავალი მეტოქის წინააღმდეგ დღემდე 22 ოფიციალურ შეხვედრა ჩაატარა, აქედან ჩვენმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე 9-ჯერ დაამარცხეს, საყაიმო რეზულტატი 6 თამაშში დაფიქსირდა, 7 შემთხვევაში კი სასურველ შედეგს მარტვილელებმა მიაღწიეს. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ვიტ ჯორჯიას სასარგებლოდ - 22:19 გახლავთ. უკანასკნელ შეხვედრაში, რომელიც მარტვილში გაიმართა, საყაიმო რეზულტატი - 1:1 დაფიქსირდა.
 

ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - განვლილ 20 ტურში ვეტერინარებმა მეტოქეთა კარის 22-ჯერ აღება მოახერხა. აქედან ყველაზე მეტი - 6 გოლი, პაატა ღუდუშაურის პირად აქტივშია.

მერანი -  ჩატარებულ 20 შეხვედრაში მარტვილელმა ფეხბურთელებმა 21 გოლის გატანა შესძლეს. აქედან ყველაზე მეტი - 5 გოლი, ვანო კურდღელაშვილმა გაიტანა.
 

17 მაისს ვიტ ჯორჯიას ისტორიაში

17 მაისს ვიტ ჯორჯიას ექვსი ოფიციალური თამაში აქვს გამართული. ჩვენი გუნდმა აქედან სამ
შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა იმარჯვა, სამში მოწინააღმდეგემ. 
1997  წელი უმაღლესი ლიგა ვიტ ჯორჯია 1:1 მერანი-91
2002  წელი უმაღლესი ლიგა თბილისი 0:2 ვიტ ჯორჯია
2003 წელი უმაღლესი ლიგა დინამო თბ. 0:0 ვიტ ჯორჯია
2011 წელი საქართველოს თასი ვიტ ჯორჯია 2:1 სტუ
2013 წელი

2015 წელი
 
2017 წელი
უმაღლესი ლიგა

საქართველოს თასი
 
ეროვნული ლიგა 2
ზუგდიდი

საბურთალო
 
ვიტ ჯორჯია
0:0

0:2
 
1:0
ვიტ ჯორჯია
ვიტ ჯორჯია
 
მერანი
 


დისკვალიფიკაცია
ვიტ ჯორჯია - დისკვალიფიკაციის გამო ბექა კაკუშაძეს მოისაკლისებს
მერანი - მარტვილის გუნდს ამავე მიზეზით პაპუნა მოსამღვდლიშვილი დააკლდება

მსაჯები
 
ვიტ ჯორჯიასა და მარტვილის მერანს შორის გასამართ შეხვედრას გიორგი ვადაჭკორია განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ს. სპიცინი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი თ. ხუბულური შეასრულებს.
 
უკან დაბრუნება