რეგიონული ლიგა: ივერია 1:4 ვიტ ჯორჯია II

22 აგვისტო 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის გათამაშების პირველი ეტაპის უკანასკნელი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა ბორჯომში გასვლით მატჩში ხაშურის ივერია ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს.
 
საწყის წუთებში ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის კარს რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს, თუმცა საქმე კარში დარტყმამდე არ მიდიოდა. მეათე წუთზე კი ვეტერინართა მორიგ იერიშს ზვიად ნაჭყებიას გასროლა მოჰყვა, ამ უკანასკნელის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძელთა მეკარეს ხელებში მიუვიდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მეცამეტე წუთზე გოლი გიორგი ხაჩიძემ გაიტანა - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა მალევე სცადეს წონასწორობის აღდგენა, თუმცა ალექსანდრე როსტიაშვილის მიერ მეთოთხმეტე წუთზე დარტყმული ბურთი ხაშურელთა კარს ასცდა. დაპირისპირების მეცხრამეტე წუთზე ირაკლი ზარიძეს მიეცა გოლის გატანის საშუალება, მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული არაზუსტი გამოდგა. მატჩის 30-ე წუთზე გიორგი გვასალიას დარტყმული ბურთი მასპინძელთა კიპერმა კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე გიორგი ვაზაგაშვილმა ააცილა მასპინძელთა კარს.
 
მეორე ტაიმი ვიტ ჯორჯიელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს. თამაშის 55-ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა გიორგი შეროზიამ აღადგინა - 1:1. გოლიდან ორ წუთში, ერთ წუთიან ინტერვალში გიორგი ვაზგაშვილს ორჯერ შეეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა პირველ შემთხვევაში მან კარს ააცილა, შემდგომ კი მეკარემ აუღო. მატჩის 65-ე წუთზე ვეტერინარები ანგარიშში წინ გავიდნენ, გოლი გიორგი გვასალიამ გაიტანა. დაპირისპირების 76-ე წუთზე დავით რომანაძის ჩაწოდებულ ბურთს თავი ირაკლი ზარიძემ დაარტყა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა - 3:1. საფინალო ანგარიში დაპირისპირების 83-ე წუთზე დაფიქსირდა, ზვიად ნაჭყებიას გადაცემის შემდეგ, სტუმართა მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დარჩენილმა, დავით რომანაძემ გაიტანა - 4:1.
 
ივერია 1:4 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 1:0 ხაჩიძე (13’) 1:1 შეროზია (55’) 1:2 გვასალია (65’) 1:3 ზარიძე (76’) 1:4 რომანაძე (83’)
 
ივერია: დერევიაჩენკო, ბარბაქაძე (ნოზაძე 53’), ლომიძე, ლაცაბიძე, ლაშა ხაჩიძე, გიორგი ხაჩიძე, მანჩხაშვილი, ბერიძე (ნოზაძე 78’), წიქარიშვილი, ჩადუნელი (ლურსმანაშვილი 78’)
 
ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, შეროზია, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნიკოლეიშვილი (რომანაძე 46’), ვაზაგაშვილი, როსტიაშვილი (მეტრეველი 83’), ნაჭყებია, ზარიძე, გვასალია
 
გაფრთხილება: ნაჭყებია
უკან დაბრუნება