თელავი 1:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

24 აგვისტო 2018
ეროვნული ლიგა ორის XXII ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი თელავში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით - 0:1 დამარცხდა.
 
მატჩის მეორე წუთზე მასპინძელთა კარის მისამართით გიორგი ვასაძის გადაცემის შემდეგ, ცოტნე მოსიაშვილმა დაარტყა და ააცილა. შეხვედრის მეთხუთმეტე წუთზე თელაველმა ფეხბურთელებმა გათამაშებული სტანდარტის შემდეგ ჩვენი კარის მისამართით დაარტყეს, კერძოდ კი ირაკლი რუხაძემ, ვეტერინართა კიპერმა, ჯონი შეროზიამ, ბურთი კუთხურზე მოიგერია. ხსენებული ეპიზოდიდან ერთ წუთში ცოტნე მოსიაშვილის გადაცემის შემდეგ მასპინძელთა კარისკენ ვახტანგ კვარაცხელიამ დაარტყა, ბურთს მეკარე ლუკა სანიკიძე დაეუფლა. დაპირისპირების 32-ე წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილის მიერ ჩვენს საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარისკენ ფირუზ მარაქველიძე გზავნიდა, თუმცა მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. მატჩის 36-ე წუთზე თელაველთა კარის მისამართით შოთა დავლაშელიძემ დაარტყა და ააცილა.
 
შეხვედრის 47-ე წუთზე გიორგი ვასაძის გადაცემის შემდეგ თელაველთა კარის აღებას შორეული დარტყმით პაატა ღუდუშაური შეეცადა, რომელმაც ბურთი სამიზნეს საკმაო მანძილით ააცილა. თამაშის 52-ე წუთზე ჩვენი კარისკენ ახლო მანძილიდან ირაკლი რუხაძემ დაარტყა და ააცილა. მატჩის მესამოცე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისგან ჯონი შეროზიამ იხსნა, რომელმაც ირაკლი რუხაძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია. შეხვედრის 68-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილმა თავით ახლო მანძილიდან დაარტყა და ააცილა ჩვენს კარს. ხსენებული ეპიზოდიდან ორ წუთში მირიან ჯიქიას გადაცემის შემდგომ ანგარიში გიორგი ხარებაშვილმა გახსნა - 0:1. დაპირისპირების 76-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ თელაველთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს პაატა ღუდუშაური ვარდნაში ურტყამდა, თუმცა მისი დარტყმული კარს ასცდა.
 
თელავი 1:0 ვიტ ჯორჯია
გოლი: ხარებაშვილი (70’)
 
თელავი: სანიკიძე, თოლორდავა, მარაქველიძე, ბერიაშვილი, მიხეილ ბაშალეიშვილი, იოსელიანი (გოგოლიძე 90'), ჯიქია, აფაქიძე, ხარებაშვილი, ჭელიძე, რუხაძე (ტვილდიანი 90+4')
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური, ვეკუა (კიკნაველიძე 61'), ვასაძე, კვარაცხელია, ჩიტიშვილი (მაისურაძე 72'), საჯაია, დავლაშელიძე (მუსელიანი 80')
 
გაფრთხილება: თოლორდავა, აფაქიძე - ჩაკვეტაძე, დავლაშელიძე, ვეკუა, კიკნაველიძე, საჯაია, ღუდუშაური
 


 

უკან დაბრუნება