U17 ლიგა: ვიტ ჯორჯია 2:2 დინამო ბათუმი

24 აგვისტო 2018
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე დინამო ბათუმს უმასპინძლეს, მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.
 
 
ანგარიში მესამე წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი გია აფხაზავამ გაიტანა - 0:1. ვიტ ჯორჯიელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მეთხუთმეტე წუთზე ბათუმელთა კარი ვაჟა კვაშილავამ დალაშქრა - 1:1. სტუმრებმა თამაშის 61-ე წუთზე კიდევ ერთხელ გაიტანეს, გოლი პირად აქტივში ნიკა მამულაძემ მიითვალა - 1:2. ჩვენმა ფეხბურთელებმა ანგარიში კიდევ ერთხელ 81-ე წუთზე გაათანაბრეს, გოლი ამჯერად ამირან ძაგანიამ გაიტანა.
 
U17 ლიგა
ვიტ ჯორჯია 2:2 დინამო ბათუმი
გოლები: 0:1 აფხაზავა (3’) 1:1 კვაშილავა (15’) 1:2 მამულაძე (61’) 2:2 ძაგანია (81’)
 
ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ზავრაშვილი, ბერიანიძე, პეტრიაშვილი (ფერხული 61’), ტურაშვილი, გამგებელი (ზიბზიბაძე 52’), ბრეგვაძე, მაისურაძე, ძაგანია, შარიქაშვილი, კვაშილავა
 
დინამო ბათუმი: ძირკვაძე, კანთიძე, ბაგრატიონი, ბასილაძე, კაკაბაძე, ვარშანიძე (ბალაშვილი 41'), შერვაშიძე, ასანიძე, მამულაძე, კრომლიდი (ბახტაძე 61'), აფხაზავა
 
გაფრთხილება: მაისურაძე, ბრეგვაძე, ძაგანია, კვაშილავა - ბაგრატიონი, მამულაძე, ბაღაშვილი
 
გაძევება: ჩიკაშუა - ბასილაძე
უკან დაბრუნება