ვიტ ჯორჯია Vs. გაგრა [პრევიუ]

29 აგვისტო 2018
ეროვნული ლიგა ორის XXIII ტურის შეხვედრას ვიტ ჯორჯია ხვალ გამართავს. ჩვენი გუნდი მცხეთა პარკზე საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
 
განვლილი მატჩები

ვიტ ჯორჯია - დღეისთვის 22 ჩატარებული შეხვდერის შემდეგ ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს. ჩვენს გუნდს 8 მოგების, 9 ფრედ ნათამაშები მატჩისა და 5 მარცხის შემდეგ 33 ქულა აქვს.

გაგრა - ჩატარებული 22 თამაშის შემდეგ მეორე პოზიციაზე იმყოფება. მათ 36 ქულას მოუყარეს თავი. 10 მოგება, 6 ფრე და 6 მარცხი. ასეთი შედეგი აჩვენეს განვლილ შეხვედრებში.
 
ურთიერთშეხვედრები

ვიტ ჯორჯია - გაგრას ურთიერთშეხვედრების ისტორია 2008 წლიდან იღებს სათავეს. ჯამში ეს ორი გუნდი ერთმანეთს ოფიციალურად 25-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ვეტერინარებმა მეტოქე 15 თამაშში დაამარცხეს, ფრედ დასრულდა 5 მატჩი, მეტოქის სასარგებლო ანგარიში კი 5 შეხვედრაში დაფიქსირდა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 46:30-ზე გახლავთ.
 
ბომბარდირები

ვიტ ჯორჯია - განვლილ მატჩებში ყველაზე მეტი გოლი პაატა ღუდუშაურმა გაიტანა. მის აქტივში 6 შედეგიანი დარტყმაა.

გაგრა - გუნდის ერთპიროვნული ბომბარდირი რატი ცაცკრიალაშვილია. მის ანგარიშზე 9 გატანილი გოლია.
 
დისკვალიფიკაცია
 
ვიტ ჯორჯია - ხვალინდელ შეხვედრას შოთა დავლაშელიძე და პაატა ღუდუშაური გამოტოვებენ.
 
გაგრა - ამ მხრივ მეტოქეს დანაკლისი არ აქვს.
 
მსაჯები
ვიტ ჯორჯიასა და გაგრას შორის გასამართ ხვალინდელ შეხვედრას გიორგი ავაზაშვილი განსჯის, რომელსაც ასისტენტობას მ. კუპატაძე და ი. მაჩიტიძე გაუწევენ. მეოთხე არბიტრის ფუნქციებს ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.
 
უკან დაბრუნება