რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 1:0 სპაერი

06 სექტემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრა მცხეთა პარკზე გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა საფებურთო კლუბ სპაერს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.

მატჩის მეხუთე წუთზე სტუმართა კარისკენ გიორგი კურმაშვილმა დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია. თამაშის მეათე წუთზე ჩვენი კარისკენ ალექსანდრე გამცემლიძემ დაარტყა, ნიკა ქავთარაძემ ბურთის მოგერიება მოახერხა. დაპირისპირების მეცამეტე წუთზე სპაერის კარისკენ თორნიკე მუზაშვილმა დაარტყა, სტუმართა კიპერი ბურთს ადგილზე დაუხვდა. თამაშის მეთხუთმეტე წუთზე სტანდარტიდან სტუმართა საჯარიმოში გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, ბურთს მოწინააღმდეგის კარისკენ ზურაბ მუსელიანი გზავნიდა, თუმცა სამიზნეს ააცილა. თამაშის 35-ე წუთზე ჩვენი გუნდი გაშვებული გოლისაგან ნიკა ქავთარაძემ იხსნა, მან ალექსანდრე ივანიშვილის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. შეხვედრის 41-ე წუთზე ჩვენი კარისკენ ალექსანდრე გამცემლიძემ დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ნიკა ქავთარაძეს კიდევ ერთხელ მოუხდა ჩვენი გუნდის გადარჩენა, ამჯერად მან ნიკა კენჭაძის დარტყმული მოიგერია კუთხურზე. სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ბადრი ტეტუნაშვილი ურტყამდა, ნიკა ქავთარაძემ ამჯერადაც დამაჯერებლად ითამაშა.
 
შეხვედრის 47-ე წუთზე გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ სპაერის კარისკენ გიორგი შეროზიამ დაარტყა და ააცილა. მატჩის 49-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის დარტყმას კუთხური მოჰყვა, სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი სპაერის კარის ბადეში თავური დარტყმით ზურაბ მუსელიანმა გადაგზავნა - 1:0. დაპირისპირების 56-ე წუთზე ნიკა ქავთარაძემ ახლო მანძილიდან ალექსანდრე გამცემლიძის მიერ დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. კუთხურიდან ჩვენს საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავი ნიკა ველიაშვილმა დაარტყა და ააცილა. ჯარიმიდან თამაშის 65-ე წუთზე ალექსანდრე გამცემლიძემ დაარტყა და ბურთი ნიკა ქავთარაძემ მოიგერია. დარჩენილ დროში გუნდებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა და დარტყმა გაცვალეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
 
ვიტ ჯორჯია II 1:0 სპაერი
გოლი: მუსელიანი (50’)
 
ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, კურმაშვილი, შეროზია, მუზაშვილი, ვაზაგაშვილი, ვეკუა (მეტრეველი 90+4’), ზარიძე (ნანეტაშვილი 70’), მუსელიანი (გვასალია 76’)
 
სპაერი: ფუტკარაძე, ველიაშვილი, ტეტუნაშვილი, ყურულაშვილი, კიკალიშვილი, კენჭაძე (გოგობერიშვილი 83’), მაჭავარიანი, ივანიშვილი, ჭანკოტაძე (ანდღულაძე 71’), შუშიაშვილი, გამცემლიძე (ბროლაძე 75’)
 
გაფრთხილება: კიკალიშვილი, გოგობერიშვილი
გაძევება: გოგობერიშვილი

 
უკან დაბრუნება