საკონტროლო მატჩი: ლოკომოტივი 1:4 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

08 სექტემბერი 2018
ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეულ პაუზას ვიტ ჯორჯია აქტიურად იყენებს. ვეტერინარებმა საგურამოს ბაზაზე საკონტროლო შეხვედრა ეროვნულ ლიგა ერთში მოასპარეზე თბილისის ლოკომოტივის წინააღმდეგ გამართეს. თამაში უხვგოლიანი გამოდგა და ვეტერინართა დამაჯერებელი გამარჯვებით - 4:1 დასრულდა.
 
ანგარიში დაპირისპირების 26-ე წუთზე გაიხსნა. პაატა ღუდუშაურის ცრუმოძრაობის შემდეგ, ლოკომოტივის ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, არბიტრმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გოლად ვეტერინართა კაპიტანმა, ჯონი შეროზიამ აქცია - 1:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, გოლი რემი ვილიან ჯონმა გაიტანა - 1:1.
 
მეორე ტაიმის დებიუტში, 50-ე წუთზე, ვიტ ჯორჯიელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, ცოტნე მოსიაშვილმა გრძელი გადაცემა გიორგი კურმაშვილის მიმართულებით გააკეთა, რომელიც შეტევაში შესანიშნავად ჩაერთო, ბურთი ლოკომოტივის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბექა კაკუშაძემ შეირბინა დაარტყა და გაიტანა - 2:1. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა კიდევ ერთი გოლი თამაშის 55-ე წუთზე გაიტანეს, დათო საჯაიას დიაგონალური გადაცემის შემდეგ საჯარიმოში კვლავ გიორგი კურმაშვილმა ჩააწოდა და ამჯერადაც ბექა კაკუშაძემ გაიტანა - 3:1. საფინალო რეზულტატი 89-ე წუთზე დაფიქსირდა, გიორგი ვეკუას გადაცემის შემდეგ გოლი გიორგი კურმაშვილმა გაიტანა - 4:1.
 
ლოკომოტივი 1:4 ვიტ ჯორჯია
გოლები:
0:1 შეროზია (პენ. 26’) 1:1 რემი (41’) 1:2 კაკუშაძე (50’) 1:3 კაკუშაძე (55’) 1:4 კურმაშვილი (89’)

ლოკომოტივი: თევდორაძე (შეროზია 46), უბილავა (კაპ), ლობჟანიძე, ჭანტურია (ანდრონიკაშვილი 71), გაბაძე (ჯაფარიძე 85), შონია (ძებნიაური 62), სამურკასოვი (გვალია 57), კობახიძე (კიკაბიძე 67), არდაზიშვილი (შეწირული 79), რემი ვილიან ჯონი, ჯიქია (ოზბეთელაშვილი 67)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 64’), ჩიტიშვილი, ჩაკვეტაძე (სეხნიაშვილი 72’), გეთიაშვილი (კამლაძე 46’), მაისურაძე (ვასაძე 46’), დავლაშელიძე (ვეკუა 72’), მოსიაშვილი (მუსელიანი 72’), კვარაცხელია (კაკუშაძე 46’), ღუდუშაური, კიკნაველიძე (კურმაშვილი 46’), საჯაია (ნაჭყებია 64’)
 
უკან დაბრუნება