U19 ლიგა: ვიტ ჯორჯია 2:0 სიონი

09 სექტემბერი 2018

 

ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ვერცხლის ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ბოლნისის სიონს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 2:0 დაამარცხეს.

 

ვიტ ჯორჯიელები საწყისი წუთებიდანვე კოლოსალურ უპირატესობას ფლობდნენ, მიუხედავად ამისა, გოლები შეხვედრის მიწურულს, 80- და 90- წუთებზე გავიდა. ანგარიში დავით ტყეშელაშვილმა გახსნა, რომელსაც ასისტენტობა დასიმ კოტოიანმა გაუწია. საფინალო წერტილი კი გივი ყურაშვილმა დასვა, საგოლე გადაცემა ნიკოლოზ მჭედლიძემ შეასრულა

 

ვიტ ჯორჯია 2:0 სიონი

გოლები: 1:0 ტყეშელაშვილი (80') 2:0 ყურაშვილი (90')

 

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ჭანტურია, მაისურაძე, ბერიძე, აბდუშელიშვილი (ქეცბაია 77'), მჭედლიძე, ყურაშვილი, ქსოვრელი, კოტოიანი, ლეშკაშელი (ტყეშელაშვილი 56'), ხულორდავა (ფეტვიაშვილი 87')

 

სიონი: გამისონია, ხეცურიანი, ვერძეული, მარტიაშვილი, მოდებაძე, ქვირია, ზაქარეიშვილი, ნამგალაძე (პავლიაშვილი 40'), კოპალიანი (ცუცქირიძე 56’), არუთინოვი, მათოზაშვილი 

 

გაფრთხილება: ვერძეული, ხეცურიანი

 
უკან დაბრუნება