რეგიონული ლიგა: კოლხი 2:1 ვიტ ჯორჯია II

10 სექტემბერი 2018
დღეს, ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საფეხბურთო კლუბ კოლხის წინააღმდეგ გამართა. ვეტერინარები გასვლით მატჩში ანგარიშით - 1:2 დამარცხდნენ.
 
მატჩის საწყის წუთებში სათამაშო უპირატესობას მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები ფლობდნენ და კოლხის კარს რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს, თუმცა ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, პენალტის ნიშნულიდან გოლი გიორგი ბაზუაშვილმა გაიტანა - 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს, თუმცა თამაშის 52-ე წუთზე ჩვენ კარში ბურთი კობა სოსელიამ გაიტანა და სხვაობაც გაიზარდა - 0:2. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ფეხბურთელებმა ბრძოლა განაგრძეს, შეხვედრის 72-ე წუთზე სხვაობა ვასილ ქისიევმა თავური დარტყმით შეამცირა - 1:2. დარჩენილ დროში ვიტ ჯორჯიელებს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშში წონასწორობის აღდგენა, თუმცა კოლხის კიპერმა, გიგო აბულაშვილმა, რამდენიმე რთული დარტყმულის მოგერიება მოახერხა.
 
კოლხი 2:1 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 1:0 ბაზუაშვილი (პენ. 29’) 2:0 სოსელია (52’) 2:1 ქისიევი (72’)
 
კოლხი: აბულაშვილი, ინწკირველი, ცქიტიშვილი, ხუბუა, ლურსმანაშვილი, გაბრიაძე (სულამანიძე 67’), ჩიქავა, ზანდარაშვილი, ჩუბითიძე (გუჯაბიძე 90’), ბაზუაშვილი, სოსელია
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი (ნიკოლეიშვილი 58’), სეხნიაშვილი, ქისიევი, ნაჭყებია, შეროზია, მუზაშვილი, ვაზაგაშვილი, ღავთაძე (ნანეტაშვილი 33’), ზარიძე, გვასალია
 
გაფრთხილება: სოსელია, გაბრიაძე, ბაზუაშვილი, ხუბუა - გვასალია, ნაჭყებია, ზარიძე, ქისიევი
 
 
უკან დაბრუნება