რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 1:4 თბილისი სითი

14 სექტემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპის მესამე ტურის მატჩი მცხეთა პარკზე გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა თბილისი სითის უმასპინძლეს და ანგარიშით - 1:4 დამარცხდნენ.

ანგარიში შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე ზაურ ქარდავამ საჯარიმო დარტყმით გახსნა - 0:1. პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, ლუკა მახაჭაშვილის მიერ კარისკენ დარტყმული ბურთი რიკოშეტის შედეგად კარის ბადეში გაეხვა - 0:2.

მეორე ნახევარის დებიუტში, 47-ე წუთზე, ჩვენ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი ლევან ჯიქიძემ დაარტყა და გაიტანა - 0:3. მატჩის 65-ე წუთზე შორეული დარტყმით გოლი საბა მაისურაძემ გაიტანა - 0:4. ვიტ ჯორჯიელებმა ერთი ბურთი 71-ე წუთზე გაქვითეს, გიორგი ვაზაგაშვილის მიერ სტანდარტიდან მეტოქის საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი ზურაბ სეხნიაშვილმა მოწინააღმდეგის კარში გადაგზავნა - 1:4.
 
ვიტ ჯორჯია II 1:4 თბილისი სითი
გოლები:
0:1 ქარდავა (16’) 0:2 მახაჭაშვილი (44’) 0:3 ჯიქიძე (47’) 0:4 მაისურაძე (65’) 1:4 სეხნიაშვილი (71’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, შეროზია (ღავთაძე 60'), ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ნიკოლეიშვილი, ნანეტაშვილი (მეტრეველი 46'), ზარიძე (რომანაძე 76'), ვაზაგაშვილი, მუზაშვილი, გვასალია, ნაჭყებია
 
თბილისი სითი: ძიძიგური, ქარდავა, ფასანძე, ბექა შუბითიძე, ქიმერიძე, ომანაძე, მაისურაძე, გიორგი შუბითიძე (თიგიშვილი 84'), ჯიქიძე (ჭადაშვილი 80'), ხოჯანაშვილი (კადერ სეკო 73'), მახაჭაშვილი
 
გაფრთხილება: ფასანძე, ხოჯანაშვილი, ბექა შუბითიძე - ვაზაგაშვილი
 
 
უკან დაბრუნება