ვიტ ჯორჯია 3:1 შუქურა [ფოტო+ვიდეო]

16 სექტემბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის XXIV ტურის შეხვედრა ვიტ ჯორჯიამ საკუთარ მოედანზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ქობულეთის შუქურას უმასპინძლეს და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს.
 
ვეტერინარებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს, მეტოქის კარს საწყის წუთებშივე აგრესიულად შეუტიეს და ანგარიშის გახსნა დებიუტშივე მოახერხეს. მეოთხე წუთზე ნოდარ კიკნაველიძის მიერ მოწინააღმდეგის საჯარიმოში კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მცველებმა უხერხულად მოიგერიეს, ბურთი ნიკოლოზ მაისურაძეს მიუვიდა, რომელმაც ზუსტი დარტყმით გაიტანა - 1:0. თამაშის მეთერთმეტე წუთზე ჩვენი კარის მისამართით ჯეფერსონ ჯერალდომ გაისროლა, ჯონი შეროზიამ დარტყმულის მოგერიება მოახერხა. ვიტ ჯორჯიელებმა ქობულეთელთა კარი კიდევ ერთხელ თამაშის 31-ე წუთზე აიღეს, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ, შორეული ზუსტი დარტყმით გოლი ნიკოლოზ მაისურაძემ გაიტანა - 2:0. სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა თამაშის 38-ე წუთზე მოახერხეს, პენალტიდან გოლი გიორგი ჩელებაძემ გაიტანა - 2:1. დაპირისპირების 41-ე წუთზე, ნოდარ კიკნაველიძემ ზედიზედ ორჯერ სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, პირველ შემთხვევაში მისი დარტყმული კიპერმა მოიგერია, განმეორებითი მცდელობა კი წარუმატებელი გამოდგა და ეპიზოდიც განიმუხტა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე, გიორგი ვასაძის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი, სტუმართა კიპერმა „ცხრიანიდან“ ჩამოხსნა და კუთხურზე მოიგერია, სტანდარტს განსაკუთრებული ხიფათი აღარ მოჰყოლია.
მეორე ტაიმის დებიუტში ვეტერინარებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, თამაშის 46-ე წუთზე ალეკო ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ, გატანილი გოლით თავი ბექა კაკუშაძემ გამოიჩინა - 3:1. ნოდარ კიკნაველიძე მატჩის 51-ე წუთზე შორი მანძილიდან შეეცადა შუქურას კარის აღებას, თუმცა კიპერი ბურთს ადგილზე დაუხვდა. ვიტ ჯორჯიელებს კიდევ ერთი გოლის გატანა მართებდათ, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ, თამაშის 70-ე წუთზე, შოთა დავლაშელიძემ არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის 76-ე წუთზე ჩვენი კარის მისამართით დანიშნული საჯარიმო დარტყმა გიორგი ჩელებაძემ შეასრულა, ბურთი საკმაო მანძილით ასცდა სამიზნეს. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, დათო საჯაიას შეეძლო გოლის გატანა, თუმცა პაატა ღუდუშაურის გადაცემა, მანაც ვერ გამოიყენა სათანადოდ და კარს ააცილა.
 
ვიტ ჯორჯაი 3:1 შუქურა
გოლები: 1:0 მაისურაძე (4’) 2:0 მაისურაძე (31’) 2:1 ჩელებაძე (პენ. 38’) 3:1 კაკუშაძე (46’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, კიკნაველიძე (კურმაშვილი 76'), ვასაძე, ჩიტიშვილი, კაკუშაძე (მუსელიანი 67'), მაისურაძე (ვაზაგაშვილი 76'), საჯაია, დავლაშელიძე
 
შუქურა: ტაკიძე, კალანდაძე (კუსიანი 70'), კალანდია, რამოსი, ლებანიძე, ჩელებაძე, მუხულიშვილი, ექვთიმიშვილი (ჭანუყვაძე 77'), გარაკოევი (სანაშვილი 46'), ნუნიეში, ჯერალდო
 
გაფრთხილება: ჩიტიშვილი, გეთიაშვილი - ჩელებაძე, ნუნიეში
 
 
უკან დაბრუნება