ვიტ ჯორჯია 1:1 (3:0 პენ.) ჩიხურა [ფოტო+ვიდეო]

20 სექტემბერი 2018

ვიტ ჯორჯია საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. მერვედფინალური შეხვედრა მცხეთა პარკზე ვეტერინართა გამარჯვებით დასრულდა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მოწინააღმდეგე პენალტების სერიაში დაამარცხეს.

 

მესამე წუთზე ჩვენი კარის მისამართით გიორგი გაბედავამ თავით დაარტყა და ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ მაისურაძეს შეეძლო მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა, თუმცა მას მცველმა დაუფარა და ხიფათიც განიმუხტა. დაპირისპირების მეცხრამეტე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ დაარტყა ჩვენი კარისკენ და ააცილა. თამაშის 24- წუთზე პაატა ღუდუშაურმა ცრუმოძრაობით მეურვეები ჩამოიცილა, კარისკენ დაარტყა კიდეც, თუმცა არაზუსტად. მატჩის 34- წუთზე ნიკოლოზ მაისურაძის გადაცემის შემდეგ საჩხერელთა კარის აღებას კვლავ პაატა ღუდუშაური შეეცადა, ამჯერად მისი დარტყმული დინო ჰამზიჩმა კუთხურზე მოიგერია. თამაშის 45- წუთზე სტუმრებმა კუთხური გაათამაშეს, საბოლოოდ ბურთი რევაზ ჩიტეიშვილის მიუვიდა, რომელმაც შორი დისტანციიდან ძლიერად დაარტყა და ააცილა. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისათვის კომპენსირებულ დროში ჩვენი კარის მისამართით მიშიკო სარდალიშვილმა დაარტყა, ბურთს ვეტერინართა კაპიტანი, ჯონი შეროზია დაეუფლა

 

დაპირისპირების 53- წუთზე სტანდარტიდან სტუმართა საჯარიმოში ნიკოლოზ მისურაძემ ჩააწოდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ირაკლი კამლაძემ მოიგო, თავით კარისკენ დაარტყა კიდეც, ეპიზოდს კუთხური მოჰყვა. შეხვედრის 57- წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ საჯარიმო დარტყმით სცადა გოლის გატანა, თუმცა სამიზნეს საკმაო მანძილით ააცილა. მატჩის 61- წუთზე ნიკოლოზ მაისურაძე თავსზემოთ უგდებდა დინო ჰამზიჩს ბურთს თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი ასცდა კარს. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ანგარიში გაიხსნა, ნოდარ კიკნაველიძის ჩაწოდების შემდეგ, გოლი ჩიხურას კარში, პაატა ღუდუშაურმა გაიტანა - 1:0. თამაშის 71- წუთზე ჩვენი კარის მისამართით თეიმურაზ მარკოზაშვილმა დაარტყა და ააცილა. თამაშის ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე ჯონი შეროზიამ "ცხრიანიდან" ლაშა ჩიკვაიძის მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი მოხსნა. სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანგარიში გაათანაბრეს, კუთხურიდან ჩვენს საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთს ლაშა ჩიკვაიძემ დაარტყა და გაიტანა - 1:1. 

 

გამარჯვებული გუნდის ვინაობა ვერც ორმა თხუთმეტწუთიანმა ტაიმმა ვერ გამოავლინა და მეოთხედფინალის საგზურის მფლობელი პენალტების სერიამ გამოარკვია. ვეტერინრებმა მეტოქეს 3:0 სძლიეს. ჯონი შეროზიამ ორი დარტყმული მოიგერია, ერთიც კი ლაშა ჩიკვაიძემ ააცილა. ჩვენი გუნდის რიგებიდან კი პენალტები გიორგი ვეკუამ, გიორგი ვასაძემ და ბექა კაკუშაძემ ზუსტად შეასრულეს.

 

ვიტ ჯორჯია 1:1 (3:0 პენ.) ჩიხურა

გოლები: 1:0 ღუდუშაური (63') 1:1 ჩიკვაიძე (90+2')
 

პენალტები:
ჩიკვაიძე - ააცილა

ვეკუა - გაიტანა

ჩიტეიშვილი - შეროზია

ვასაძე - გაიტანა

მარკოზაშვილი - შეროზია

კაკუშაძე - გაიტანა

 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური (ვეკუა 91'), ვასაძე, კვარაცხელია (კაკუშაძე 79'), მაისურაძე (მოსიაშვილი 71'), საჯაია, დავლაშელიძე, კურმაშვილი (კიკნაველიძე 46')

 

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მარკოზაშვილი, მაისაშვილი, გაბედავა, ბუღრიძე (ლექვთაძე 56'), კაკუბავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (ჩიხლაძე 72'), სარდალიშვილი (კახაბრიშვილი 106'), ბუხაიძე (მეგრელიშვილი 65')

 

გაფრთხილება: დავლაშელიძე, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი - კაკუბავა, ჰამზიჩი

უკან დაბრუნება