ვიტ ჯორჯია II 1:2 გაგრა

21 სექტემბერი 2018

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალურ შეხვედრაში ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდი საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები მეტოქესთან ჭიდილში ანგარიშით - 1:2 დამარცხდნენ.

 

ანგარიში ვეტერინარებმა მეთვრამეტე წუთზე გახსნეს. გოლი გაგრელთა კარში გიორგი ამაშუკელმა გაიტანა

 

სტუმრებმა შეხვედრის 56- წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრეს, გოლი რატი ცაცკრიალაშვილმა გაიტანა - 1:1 აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში მან დუბლი შეასრულა - 1:2. ვიტ ჯორჯიელები მატჩის გადარჩენას არაერთხელ ეცადნენ, თამაშის 65- წუთზე გაგრა ზვიად ნაჭყებიას შორეული დარტყმის შემდეგ კარის ხარიხამ იხსნა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა

 

ვიტ ჯორჯია II 1:2 გაგრა

გოლები: 1:0 ამაშუკელი (18') 1:1 ცაცკრიალაშვილი (პენ. 56') 1:2 ცაცკრიალაშვილი (69')

 

ვიტ ჯორჯია II: ისერგიშვილი, ამაშუკელი, ნაჭყებია, ზარიძე, ვაზაგაშვილი, მუზაშვილი, მეტრეველი (ნიკოლეიშვილი 84'), შეროზია, სეხნიაშვილი, გვასალია (ღირდალაძე 70'), ქისიევი

 

გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, კასრელიშვილი (პაპავა 46'), სამხარაძე, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი, ლომსაძე, მათიაშვილი (სულთანიშვილი 77'), გაბრიჩიძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 46'), კაკიაშვილი, კილაძე

 

გაფრთხილება: ისერგიშვილი, ამაშუკელი, ნაჭყებია, ვაზაგაშვილი, ქისიევი - კასრელიშვილი, კაკიაშვილი

უკან დაბრუნება