U15 ლიგა: შუქურა 1:3 ვიტ ჯორჯია

22 სექტემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას 15-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. ზაზა დიდებაშვილის შეგირდებმა სტუმრად ქობულეთის შუქურას ანგარიშით - 3:1 სძლიეს. მოწინააღმდეგის კარში გოლები თამაზ სიმონიშვილმა, ნიკა ბაბალაშვილმა და ლუკა ჩოხელმა გაიტანეს.
ვიტ ჯორჯიამ შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა:
ტატიშვილი, სამსიანი, ჩოხელი, ლომიძე, ხაჩიძე, უჯარაშვილი, გორგაძე, ბაბალაშვილი, მესხიშვილი, ჯანელიძე, სიმონიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ:
ჭუნაშვილი, მუმლაძე, ჩიტიშვილი
 
უკან დაბრუნება