რეგიონული ლიგა: გარეჯი 4:2 ვიტ ჯორჯია II

25 სექტემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის მეორე ეტაპის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში საგარეჯოს გარეჯს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით - 2:4 დამარცხდნენ.

ანგარიში დაპირისპირების მერვე წუთზე ირაკლი ზარიძემ გახსნა და ვიტ ჯორჯიელები დააწინაურა - 1:0. დაპირისპირების 33-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს, საბა თავაძემ შორი დისტანციიდან გაიტანა - 1:1. თამაშის 65-ე წუთზე თორნიკე მუზაშვილმა გარეჯის კარი ზუსტი დარტყმით აიღო - 2:1. საგარეჯოელმა ფეხბურთელებმა 71-ე წუთზე პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თერტმეტმეტრიანიდან გოლი გიორგი ჭაავამ გაიტანა - 2:2. დაპირისპირების 79-ე წუთზე მასპინძლები გიორგი მელქაძის გოლით წინ გავიდნენ - 2:3. მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის კომპენსირებულ დროში კიდევ ერთი გოლი გავიდა, 98-ე წუთზე გოლი აქტივში ბადრი დემეტრაშვილმა ჩაიწერა - 2:4.
 
გარეჯი 4:2 ვიტ ჯორჯია II
გოლები:
0:1 ზარიძე (8’) 1:1 თავაძე (33’) 1:2 მუზაშვილი (65’) 2:2 ჭაავა (პენ. 71’) 3:2 მელქაძე (79’) დემეტრაშვილი (90+8’)
 
გარეჯი: ბობღიაშვილი, კაპანაძე (ძამსაშვილი 68’), ჭაავა, ბექაური, ნიჟარაძე (ნამორაძე 71’), თავაძე, ციკალანოვი (დემეტრაშვილი 46’), მელქაძე, ჯოხაძე, ჩოხელი, ქალდანი
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, შეროზია, სეხნიაშვილი, ქისიევი, მეტრეველი, მუზაშვილი, ზარიძე (გვასალია 51’), ვაზაგაშვილი, ნაჭყებია, ღირდალაძე (მუსელიანი 46’), კურმაშვილი (რომანაძე 83’)
 
გაფრთხილება: კაპანაძე, თავაძე, ქალდანი - ქისიევი, ნაჭყებია, ვაზაგაშვილი
უკან დაბრუნება