ვიტ ჯორჯია 1:0 სამგურალი [ფოტო+ვიდეო]

28 სექტემბერი 2018
ვიტ ჯორჯიამ ეროვნული ლიგა ორის XXVI ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს.
 
თამაში ვეტერინართა უპირატესობით დაიწყო და ჩვენმა ფეხბურთელებმა მეთხუთმეტე წუთზე საკმაოდ საფიხათო სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს. ჯარიმიდან პირდაპირ კარისკენ ბურთი ნოდარ კიკნაველიძემ გაგზავნა, წყალტუბოელთა კიპერმა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. თამაშის 22-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა ანგარიში გახსნეს, კუთხურიდან ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩამოწოდებული ბურთი სამგურალის კარის ბადეში ვახტან კვარაცხელიამ გაახვია - 1:0. დაპირისპირების 42-ე წუთზე ჩვენი კარისკენ მამუკა ღონღაძემ დაარტყა და ააცილა. მსაჯის მიერ შეხვედრის პირველი ტაიმისათვის კომპენსირებულ დროში ჩვენი კარის მისამართით ორჯერ თენგიზ ბრეგვაძემ დაარტყა, ორივე შემთხვევაში ბურთი საკმაო მანძილით ასცდა სამიზნეს. თამაშის 63-ე წუთზე ნიკა შალამბერიძის მიერ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი ჩვენს კარს საკმაო მანძილით ასცდა. მატჩის 70-ე წუთზე გიორგი ვასაძემ საშუალო დისტნაციიდან დაარტყა წყალტობოელთა კარისაკენ და ააცილა. შეხვედრის დასრულებამდე ათი წუთით ადრე გიორგი ვეკუას მიერ სამგურალის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კარისკენ ზურაბ მუსელიანი თავით გზავნიდა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
 
ვიტ ჯორჯია 1:0 სამგურალი
გოლი: კვარაცხელია (22’)
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური (საჯაია 55'), ვეკუა, მუსელიანი, კიკნაველიძე, ვასაძე, კვარაცხელია, ჩიტიშვილი, მაისურაძე (დავლაშელიძე 55')
 
სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, გოგიჩაიშვილი (გოგუაძე 63'), ბრეგვაძე, ბანძელაძე, შალამბერიძე, კილაძე, ლაღაძე, ღონღაძე (ჩხეტიანი 55'), ლიპარტელიანი (საღრიშვილი 46')
 
გაფრთხილება: მოსიაშვილი, ვასაძე


 
უკან დაბრუნება