ვიტ ჯორჯია 0:3 თელავი [ფოტო+ვიდეო]

03 ოქტომბერი 2018
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/4 ფინალში ვიტ ჯორჯია საფეხბურთო კლუბ თელავს დაუპირისპირდა. მატჩი რომელიც მცხეთა პარკზე გაიმართა, ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდებმა ანგარიშით - 0:3 დათმეს.


შეხვედრის პირველივე წუთზე ზურაბ მუსელიანის გადაცემის შემდეგ თელავის კარის მისამართით ვახტანგ კვარაცხელიამ დაარტყა და მცირედით ააცილა. შეხვედრის მეოთხე წუთზე ჩვენი კარისკენ ირაკლი რუხაძემ დაარტყა, ჯონი შეროზიამ ბურთის მოგერიება მოახერხა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში ვახტანგ კვარაცხელიას მიერ დატოვებულ ბურთს სტუმართა კარისაკენ ნოდარ კიკნაველიძე გზავნიდა, თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. მატჩის მეცხრე წუთზე ჩვენი კარისკენ კვლავ ირაკლი რუხაძემ დაარტყა, ბურთს ჯონი შეროზია იოლად დაეუფლა. დაპირისპირების მეცამეტე წუთზე ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შანსი მიეცათ, დათო საჯაიამ ბურთი კარისკენ გაგზავნა, სტუმართა კიპერი შეცდომით კი ვეტერინარებმა ვერ ისარგებლეს და ხიფათიც განიმუხტა. თამაშის 25-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ შორი მანძილიდან დაარტყა ჩვენი კარისაკენ, ბურთი ჯონი შეროზიამ ხელებში დააფიქსირა. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ზურაბ მუსელიანმა დაარტყა თელაველთა კარისაკენ, ბურთს კიპერი დაეუფლა. ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა, კუთხურიდან ჩვენს საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთს გოლი მოჰყვა, შედეგიანი დარტყმის ავტორად კი ილია ბერიაშვილი მოგვევლინა - 0:1. შეხვედრის 34-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიამ შორიდან დაარტყა და ააცილა. დაპირისპირების 39-ე წუთზე შორი დისტნაციიდან დაარტყა შოთა დავლაშელიძემ, ბურთს კვლავ თელაველთა კიპერი დაეუფლა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე ცოტნე მოსიაშვილის მიერ დარტყმული ბურთის დამორჩილება მოახერხა სტუმართა მეკარემ.

მატჩის 52-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს, თელაველთა საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთ თავი ვახტანგ კვარაცხელიამ დაარტყა და სამიზნეს ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან სამ წუთში პაატა ღუდუშაურის მიერ დარტყმულ ბურთს გადაეფარნენ თელაველი მცველები და დაძაბულობაც განიმუხტა. თამაშის 63-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ამჯერად შედეგიანი დარტყმა ვასილ გოგოლიძემ შეასრულა - 0:2. საფინალო რეზულტატი 72-ე წუთზე დაფიქსირდა, თელაველთა რიგებიდან გატანილი გოლით თავი მიხეილ ბაშელეიშვილმა გამოიჩინა - 0:3.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, კამლაძე (კაკუშაძე 69'), გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, მუსელიანი, კიკნაველიძე (კურმაშვილი 46'), ვასაძე, კვარაცხელია, საჯაია (ღუდუშაური 53'), დავლაშელიძე

თელავი: სანიკიძე, ბერიაშვილი, ბაშელეიშვილი (ნოზაძე 77'), კუკუჯანაშვილი, მურველაშვილი (ტვილდიანი 69'), ჯიქია, აფაქიძე, გოგოლიძე (მარაქველიძე 85'), ჭელიძე, რუხაძე, ნიქაბაძე

გაფრთხილება: საჯაია, ჩაკვეტაძე, კვარაცხსე;ა - ბერიაშვილი, აფაქიძე, რუხაძე

 
უკან დაბრუნება