რეგიონული ლიგა: ვიტ ჯორჯია II 2:0 რუსთავი II

04 ოქტომბერი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის გათამაშების მეორე ეტაპის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე რუსთავის სარეზერვო გუნდს უმასპინძლეს და მეტოქე მშრალი ანგარიშით  - 2:0 დაამარცხეს.

დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში სწრაფადვე გაიხსნა, მესამე წუთზე სტუმართა კარი ზურაბ ღირდალაძემ დალაშქრა, რომელსაც ასისტენტობა ზვიად ნაჭყებიამ გაუწია - 1:0. დაპირისპირების 24-ე წუთზე გიორგი ამაშუკელის მიერ რუსთაველთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი გიორგი გვასალიამ დაარტყა და გაიტანა - 2:0. გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჰქონდა დავით რომანაძეს, რომელმაც 83-ე წუთზე ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა, ამ უკანასკნელმა მეკარეც მოატყუა ცრუმოძრაობით, თუმცა რუსთაველთა კიპერმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მაინც მოახერხა საბოლოოდ. თამაშის მიწურულს ზვიად ნაჭყებიას და თორნიკე მუზაშვილს შეეძლოთ მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა ორივე შემთხვევაში დარტყმული არაზუსტი გამოდგა.
 
ვიტ ჯორჯია II 2:0 რუსთავი
გოლები: 1:0 ღირდალაძე (3’) 2:0 გვასალია (24’)
 
ვიტ ჯორჯია II: ქავთარაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, შეროზია, მეტრეველი, ზარიძე (როსტიაშვილი 75’), მუზაშვილი, ნაჭყებია, ღირდალაძე (რომანაძე 46’), გვასალია (ჭაღალიძე 88’)
 
რუსთავი II: ქარდავა, ბუზალაძე, სამადაშვილი, კობაძე, დარბაიძე, ბიძინაშვილი (დანელია 73’), მაღალდაძე, დევიძე, ოთარაშვილი (ჩალაძე 62’), მირცხულავა (არევაძე 54’), ბალარჯიშვილი
 
გაფრთხილება: გვასალია, ზარიძე  - კობაძე
 
უკან დაბრუნება