ნორჩი დინამო 1:1 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

07 ოქტომბერი 2018
ეროვნული ლიგა ორის მესამე წრის ბოლო თამაში ვიტ ჯორჯიამ სტუმრად გამართა. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები გასვლით მატჩში ნორჩ დინამოს დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა.
 
ვიტ ჯორჯიელებმა 23-ე წუთზე კუთხური მოაწოდეს, ბურთი პაატა ღუდუშაურს მოუვიდა, რომელმაც შორი დისტნაციიდან სცადა გოლის გატანა, თუმცა სამიზნეს ააცილა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში ჩვენი კარისკენ რევაზ გეწაძემ საკმაოდ არაზუსტად დაარტყა. შეხვედრის 35-ე წუთზე ნორჩი დინამოს კარისკენ ნიკოლოზ მაისურაძემ დაარტყა და ააცილა.
თამაშის 46-ე წუთზე ბექა კაკუშაძის გადაცემის შემდეგ პაატა ღუდუშაურმა აკრობატულ ნახტომში სცადა მოწინააღმდეგის კარის აღება, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. მატჩის 50-ე წუთზე ჯონი შეროზიას მოუხდა თამაშში აქტიურად ჩართვა, მან გიორგი კახელიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხელებში დააფიქსირა. გოლის გატანის რეალური შანსი 57-ე წუთზე ვახტანგ კვარაცხელიას მიეცა, რომელმაც ნოდარ კიკნაველიძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი დაარტყა და ახლო მანძილიდან ააცილა კარს. შეხვედრის 62-ე წუთზე ჯონი შეროზიამ კუთხურზე იაგო დეისაძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია, სტანდარტიდან ჩვენ საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს თავით კარისკენ ზურაბ თევზაძე გზავნიდა, თუმცა საბოლოოდ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. დაპირისპირების 73-ე წუთზე პაატა ღუდუშაურის დარტყმის შემდეგ მასპინძელთა გუნდი გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა, დამატებაზე კი ბექა კაკუშაძემ ვერ დაარტყა ხეირიანად. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში პაატა ღუდუშაური მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ გავიდა, თუმცა მის მიერ დარტყმულ ბურთს მეკარე დაეუფლა. ვიტ ჯორჯიელებმა თამაშის 81-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. ნოდარ კიკნაველიძის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი გიორგი გეთიაშვილმა დაარტყა, ბურთი მასპინძელთა ფეხბურთელს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა  - 1:0. მასპინძლებმა ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრეს, პენალტიდან გოლი გოგი ფიფიამ გაიტანა - 1:1.
 
ნორჩი დინამო 1:1 ვიტ ჯორჯია
გოლები: 0:1 ქარქუზაშვილი (ავტოგოლი 81’) 1:1 ფიფია (პენ. 90+3’)
 
ნორჩი დინამო: მუჯრიშვილი, ბოლქვაძე (ფიფია 77'), ბერიაშვილი (არზიანი 60'), გოგობერიშვილი, ფოფხაძე, ქარქუზაშვილი, თევზაძე, კახელიშვილი (დეისაძე 57'), ჯაფარიძე, კაკაშვილი, გეწაძე
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური (კამლაძე 83'), ვეკუა, კვარაცხელია, ჩიტიშვილი, კაკუშაძე, მაისურაძე (საჯაია 60'), დავლაშელიძე, კურმაშვილი (კიკნაველიძე 46')
 
გაფრთხილება: მაისურაძე
გაძევება: კაკაშვილი - დავლაშელიძე
 
უკან დაბრუნება