U17 ლიგა: სამგურალი 2:2 ვიტ ჯორჯია

08 ოქტომბერი 2018
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდები გასვლით მატჩში წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ - 2:2 დასრულდა.
ვიტ ჯორჯიელთა რიგებიდან ორივე გოლი ნიკა ქოქოსაძემ გაიტანა.
ვიტ ჯორჯიელებმა მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ჩიკაშუა, ზავრაშვილი, პეტრიაშვილი, მაისურაძე, ტურაშვილი, მანდარია, კვაშილავა, ორდინიძე, ძაგანია, ლუკა ქოქოსაძე, ნიკა ქოქოსაძე
შეცვლაზე შევიდნენ: შაქარაშვილი, ზიბზიბაძე, მორჩილაძე,
 
უკან დაბრუნება