ვიტ ჯორჯია II 6:1 ლიახვი ცხინვალი

10 ოქტომბერი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონული ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა საკუთარ მოედანზე გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ცხინვალის ლიახვს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:1 დაამარცხეს.

დღევანდელ მატჩში ანგარიში მესამე წუთზე გაიხსნა. სტანდარტიდან სტუმართა საჯარიმოში ბურთი გიორგი ვაზაგაშვილმა ჩააწოდა, სადაც ვასილ ქისიევმა თავით ზურაბ ღირდალაძეს დაუგდო ბურთი, ამ უკანასკნელმა დასარტყმელად ზურაბ მუსელიანს დაუტოვა, რომელმაც ზუსტი დარტყმით აიღო მოწინააღმდეგის კარი - 1:0. დაპირისპირების მეთხუთმეტე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს, გოლი კრისტიან ობინამ გაიტანა - 1:1. თამაშის მეჩვიდმეტე წუთზე ვეტერინარები ანგარიშში კვლავ დაწინაურდნენ, გიორგი შეროზიას გადაცემის შემდეგ ლიახვის კარისკენ თორნიკე მუზაშვილმა დაარტყა, ცხინვალელთა მცველი ბურთის მოგერიებას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1. კიდევ ერთი გოლი მატჩის 25-ე წუთზე ვიხილეთ, ზურაბ ღირდალაძის გადაცემის შედეგად გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა - 3:1. ჩვენმა ფეხბურთელებმა 29-ე წუთზე სტუმართა კარი კიდევ ერთხელ დალაშქრეს, გოლი ზურაბ ღირდალაძემ გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ზვიად ნაჭყებიამ გაუწია - 4:1. დაპირისპირების 61-ე წუთზე კუთხურიდან ლიახვის საჯარიმოში ჩამოწოდებულ ბურთს თავი ზურაბ სეხნიაშვილმა დაარტყა და გაიტანა - 5:1. საფინალო რეზულტატი კი 65-ე წუთზე დაფიქსირდა, ზვიად ნაჭყებიას გამჭოლ გადაცემას ზურაბ მუსელიანი გამოეხმაურა, რომელმაც ბურთი კარის ბადეში გაახვია - 6:1.
 
ვიტ ჯორჯია II 6:1 ლიახვი ცხინვალი
გოლები:
1:0 მუსელიანი (3’) 1:1 ობინა (15’) 2:1 ალანია (ავტოგოლი 17’) 3:1 მუსელიანი (25’) 4:1 ღირდალაძე (29’) 5:1 სეხნიაშვილი (61’) 6:1 მუსელიანი (65’)
 
ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვლი, ქისიევი (ჭაღალიძე 59’), ნაჭყებია, შეროზია (რომანაძე 75’), მუზაშვილი (მეტრეველი 26’) ვაზაგაშვილი, როსტიაშვილი, ღირდალაძე, მუსელიანი
 
ლიახვი ცხინვალი: თაბორიძე, ადეიშვილი, ალანია, რომელაშვილი, ტერმაკოზაშვილი, დოლიძე, ჯოჯიშვილი, ბუზარიაშვილი (ჩხიკვაძე 62’), ობინა, ხაჩიძე (ზეინკლიშვილი 76’), ბუზიაშვილი (დვალაშვილი 56’)
 
უკან დაბრუნება