U19 ლიგა: სიონი 1:3 ვიტ ჯორჯია

14 ოქტომბერი 2018
ვიტ ჯორჯიას 19-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა კაზრეთში ბოლნისის სიონი ანგარიშით - 3:1 დაამარცხეს.

ანგარიში მატჩის 44-ე წუთზე ჯაბა ლეშკაშელმა გახსნა, რომელმაც ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა. დაპირისპირების 50-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა უპირატესობა გაიმყარეს, თავური დარტყმით გოლი ნიკა მუშკუდიანმა გაიტანა - 2:0. მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება 58-ე წუთზე მოახერხეს, გივი ხეცურიანმა გოლი აკრობატული დარტყმით გაიტანა - 2:1. საფინალო რეზულტატი კი დაპირისპირების 88-ე წუთზე დაფიქსირდა, ჯაბა ლეშკაშელის გადაცემის შემდეგ გოლი გივი ყურაშვილმა გაიტანა - 3:1.
 
სიონი 1:3 ვიტ ჯორჯია
გოლები:
0:1 ლეშკაშელი (პენ. 44’) 0:2 მუშკუდიანი (50’) 1:2 ხეცურიანი (58’) 1:3 ყურაშვილი (88’)

სიონი: გამისონია, ქვირია, ხეცურიანი, ხვადაგიანი, მარტიაშვილი, ზაქარეიშვილი, ნამგალაძე, კოტიშაძე, კოპალიანი, ჩიბურდანიძე (ხეილოვი 57’), აფციაური

ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, ბერიძე, ჭაღალიძე, მუშკუდიანი, ფეტვიაშვილი (ჭანტურია 54’), კოტოიანი (ქსოვრელი 35’), მახარაძე, ყურაშვილი, შამათავა, ქეცბაია (მაისურაძე 60’), ლეშკაშელი

გაფრთხილება: ჩიბურდანიძე - ლეშკაშელი, მუშკუდიანი
უკან დაბრუნება