იბერია 2010 1:2 ვიტ ჯორჯია II

17 ოქტომბერი 2018
ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა რეგიონალური ლიგის გათამაშების მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში იბერია 2010-ს დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.

მატჩის პირველი ნახევარი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში კი ვეტერინარებმა ანგარიში გახსნეს, თამაშის 52-ე წუთზე გიორგი შეროზიას ჩაწოდებული ბურთი მასპინძელთა კარში ირაკლი ზარიძემ გადაგზავნა - 1:0. იბერიამ ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხა, 56-ე წუთზე ლუკა ხორხელის მიერ დარტყმული ბურთი მცირედი რიკოშეტის შემდეგ ჩვენს კარში გავიდა - 1:1. შეხვედრის 69-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელთა მორიგი იერიში გოლით დასრულდა, საფინალო ანგარიში თორნიკე მუზაშვილმა დააფიქსირა - 2:1.
 
იბერია 2010 1:2 ვიტ ჯორჯია II
გოლები
: 0:1 ზარიძე (52’) 1:1 ხორხელი (56’) 1:2 მუზაშვილი (69’)
 
იბერია 2010: ბრაჭული, აშორდია, ბახტაძე, ფიფია (მემარნე 71’), გაგუა, გაბელია (ყაველაშვილი 46’), ჯაყელი (შენგელია 28’), ხარებავა, ხორხელი, გულხადარაშვილი, სტეფნაძე
 
ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, ამაშუკელი, სეხნიაშვილი, ქისიევი, ნაჭყებია, შეროზია, ზარიძე, ვაზაგაშვილი, მუზაშვილი, ღირდალაძე, გვასალია (როსტიაშვილი 88’)
 
გაფრთხილება: ხორხელი - ქისიევი, ღირდალაძე
უკან დაბრუნება