რეგიონული ლიგა: სპაერი 2:2 ვიტ ჯორჯია II

25 ოქტომბერი 2018
რეგიონალური ლიგის გათამაშების მეორე ეტაპის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიას სარეზერვო გუნდმა. მერაბ კოჭლაშვილის შეგირდები გასვლით მატჩში სპაერს დაუპირისპირდნენ. თამაში ფრედ - 2:2 დასრულდა.
 
ანგარიში მასპინძლებმა დაპირისპირების მეთოთხმეტე წუთზე გახსნეს, ვიტ ჯორჯიელთა კიპერმა, მამია ტაბეშაძემ ლევან მაჭავარიანის მიერ დარტყმული ბურთის დამორჩილება ვერ მოახერხა - 0:1. ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობა 34-ე წუთზე აღადგინეს, კუთხურიდან მასპინძელთა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მცირედი არეულობა მოჰყვა, რითაც მშვენივრად ისარგებლეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ირაკლი კამლაძემ ანგარიში გაათანაბრა - 1:1. აღნიშნული ეპიზოდიდან ერთ წუთში ვიტ ჯორჯიელები ანგარიშში წინ გავიდნენ, ზურაბ ღირდალაძემ იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა - 2:1. პირველი ტაიმის დებიუტში, 47-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, პენალტიდან გოლი ლევან მაჭავარიანმა გაიტანა - 2:2.
ვიტ ჯორჯიელთა უამრავი მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, საბოლოოდ ფრე - 2:2.
 
სპაერი 2:2 ვიტ ჯორჯია II
გოლები: 1:0 მაჭავარიანი (14’) 1:1 კამლაძე (34’) 1:2 ღირდალაძე (35’) 2:2 მაჭავარიანი (პენ. 47’)
 
სპაერი: ფუტკარაძე, ვაჩანძე (ველიაშვილი 90+4’), კირვალიძე, ტეტუნაშვილი, კიკალიშვილი, მაჭავარიანი, კენჭაძე, შუშიაშვილი, ყურულაშვილი, ფუტკარაძე (ცაბუტაშვილი 46’), ივანიშვილი (ქართველიშვილი 70’)
 
ვიტ ჯორჯია II: ტაბეშაძე, კამლაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, შეროზია, კურმაშვილი, ვაზაგაშვილი, ნაჭყებია, ზარიძე (როსტიაშვილი 90+4’), გვასალია (ამაშუკელი 57’), ღირდალაძე (რომანაძე 90+4’)
 
გაფრთხილება: ივანიშვილი, ყურულაშვილი, კიკალიშვილი - ზარიძე
 
უკან დაბრუნება