საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებში ლუკა ჩოხელს უხმეს

25 ოქტომბერი 2018

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გუნდი 28 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით თბილისში საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებას გამართავს.

 

6 და 8 ნოემბერს ქალაქ ბელგრადში მოზარდ ჯვაროსანთა გუნდი სერბეთის თანატოლთა ნაკრებს საკონტროლო მატჩებში დაუპირისპირდება.

 

ვიტ ჯორჯიელთაგან ნაკრებში გამოძახებულთა შორისაა ლუკა ჩოხელი, რომელიც გუნდს 28 ოქტომბრიდან შეუერთდება.

უკან დაბრუნება