U17 ლიგა: ვიტ ჯორჯია 1:0 ზესტაფონი

03 ნოემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრა გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა მცხეთა პარკზე ზესტაფონს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით - 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი ვაჟა კვაშილავამ გაიტანა.

U17 ლიგა
ვიტ ჯორჯია 1:0 ზესტაფონი
გოლი:
კვაშილავა (51')


ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა, პეტრიაშვლი, ზავრაშვილი, მაისურაძე, ბრეგვაძე, მჭედლიძე (ზიბზიბაძე 78'), მანდარია, კვაშილავა, ძაგანია, ლუკა ქოქოსაძე (შაქარიშვილი 75'), ნიკა ქოქოსაძე (მორჩილაძე 65')

ზესტაფონი: ანზორ ფერაძე, ახვლედიანი (ჯანიაშვილი 41'), სვიანიძე, ნასრაძე, ჭუმბურიძე, თვალაბეიშვილი, სხილაძე, ბებიაშვილი, ფანცულაია, თვალაძე, ბესარიონ ფერაძე

გაფრთხილება: ნიკა ქოქოსაძე - ახვლედიანი

დღევანდელი გამარჯვებით ვიტ ჯორჯიელებმა ვერცხლის ლიგის მოგებისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე უახლოეს მდევართან სხვაობა 5 ქულამდე გაზარდეს.
უკან დაბრუნება