გაგრა 0:0 ვიტ ჯორჯია [ფოტო+ვიდეო]

11 ნოემბერი 2018
დღეს, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე, ეროვნული ლიგა ორის ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრა გამართა ვიტ ჯორჯიამ. ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები გასვლით მატჩში საფეხბურთო კლუბ გაგრას დაუპირისპირდნენ. თამაში გატანილი გოლების გარეშე, ფრედ - 0:0 დასრულდა.
 
შეხვედრის მეოთხე წუთზე მასპინძელთა შეტევას კარში დარტყმა მოჰყვა, თუმცა ვაჟა მათიაშვილის მიერ დარტყმულ ბურთს ჯონი შეროზია იოლად დეუფლა და ხიფათიც განიმუხტა. დაპირისპირების მეთოთხმეტე წუთზე შორი დისტანციიდან გიორგი გაფრინდაშვილმა დაარტყა ჩვენი კარისკენ და საკმაოდ დიდი მანძილით ააცილა. ჩვენი გუნდის კიპერს, ჯონი შეროზიას ერთ წუთიან მონაკვეთში ორჯერ მოუხდა თამაშში აქტიურად ჩართვა, დაპირისპირების  26-ე და 27-ე წუთზე მან გიორგი ივანიაძის მიერ დარტყმული ბურთი მოიგერია.

დაპირისპირების 62-ე წუთზე ვიტ ჯორჯიელებმა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მოპოვებული სტანდარტი გაათამაშეს, კარისკენ პაატა ღუდუშაურმა დაარტყა, თუმცა ააცილა. მატჩის 66-ე წუთზე ბექა კაკუშაძემ შორი დისტანციიდან დაარტყა გაგრელთა კარისკენ და სამიზნეს ასცდა. აღნიშნული ეპიზოდიდან ორ წუთში კვლავ ბექა კაკუშაძე შეეცადა მასპინძელთა კარის აღებას, თუმცა მის მიერ კარისკენ გაგზავნილ ბურთს გაგრელთა კიპერი დაეუფლა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე ჯონი შეროზიამ კიდევ ერთი სეივი შემოგვთავაზა, მან ამჯერად ნუგზარ სპანდერაშვილის მიერ დარტყმული ბურთი დააფიქსირა ხელებში.

გაგრა 0:0 ვიტ ჯორჯია

გაგრა:
შევჩუკი, ხოსიტაშვილი, კასრელიშვილი, თორნიკე გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი, პაპავა (სპანდერაშვილი 64'), მათიაშვილი (გაბრიჩიძე 83'), გიორგი გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, ივანიაძე (ლომსაძე 70'), სულთანიშვილი
 
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე (მუსელიანი 83'), ვეკუა, კიკნაველიძე, ჩიტიშვილი, კაკუშაძე (კურმაშვილი 78'), საჯაია, დავლაშელიძე (მაისურაძე 58')
 
გაფრთხილება: გეთიაშვილი
 
უკან დაბრუნება