ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდი ვერცხლის ლიგის გამარჯვებულია!

24 ნოემბერი 2018
ვიტ ჯორჯიას 17-წლამდელთა გუნდმა ვერცხლის ლიგის გათამაშების უკანასკნელი ტურის შეხვედრა მცხეთა პარკზე გამართა. გოჩა ერაძის შეგირდებმა სამტრედიას უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით - 5:1 დაამარცხეს.

დღევანდელ შეხვედრაში ლუკა ქოქოსაძემ და ამირან ძაგანიამ დუბლი შეასრულეს, ერთი გატანილი გოლით თავი ვაჟა კვაშილავამ გამოიჩინა.
ვიტ ჯორჯიამ 18 თამაშის შემდეგ 41 ქულას მოუყარა თავი და გათამაშება პირველ საფეხურზე დაასრულა!
 
U17 ლიგა
ვიტ ჯორჯია 5:1 სამტრედია
გოლი: 1:0 ლუკა ქოქოსაძე (35’) 1:1 ლუკა შენგელია (45’) 2:1 ძაგანია (52’) 3:1 კვაშილავა (59’) 4:1 ლუკა ქოქოსაძე (64’) 5:1 ძაგანია (77’)
 
ვიტ ჯორჯია: ჩიკაშუა (ყაულაშვილი 46’), ზავრაშვილი, მაისურაძე, ზიბზიბაძე, კვაშილავა, ძაგანია, რევაზ კუნჭულია (ბერიანიძე 55’), შაქარიშვილი (გამგებელი 64’), ლუკა ქოქოსაძე (დავით კუნჭულია 67’), ნიკა ქოქოსაძე (ფერხული 70’), ბრეგვაძე

სამტრედია: შუბლაძე, კიწმარიშვილი, თამაზ ნადირაძე, დავით ნადირაძე, ზურაბ ჩაჩუა, ჯემალ ჩაჩუა, მეფარიშვილი, შარია, გიორგი შენგელია, კონსტანტინე შენგელია (სულაბერიძე 46’), ლუკა შენგელია (გეგეჭკორი 67’)

უკან დაბრუნება